მხატვრული ქსოვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მხატვრული ქსოვილი — საფეიქრო ნაწარმი (ხელით ან მანქანით დამზადებული), რომელიც შემკულია მხატვრული ორნამენტით, აქვს ლამაზი ფერი, გამოირჩევა დამუშავების მაღალი მხატვრული ღირებულებით. მხატვრული ქსოვილი დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებია. მისი ორნამენტი შექმნილია ფერადი ძაფების ერთმანეთთან გადალახვით, დაჩითვით ან ქარგვით. ამ ხერხებს უძველესი დროიდან იცნობდა თითქმის ყველა ხალხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]