მცხეთის სასელექციო სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცხეთის სასელექციო სადგური საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა, დაარსდა 1914 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში სელექციის განყოფილების სახელწოდებით. 1929 წელს გადაკეთდა საქართველოს ცენტრალურ სასელექციო სადგურად.1933 წელს გადაიტანეს მცხეთაში (სოფ. ახალუბანსა და წილკანს შორის). 1935 წელს მის ბაზაზე დაარსდა მემინდვრეობის რესპუბლიკური საცდელი სადგური, რომელიც 1938 წელს გაიყო ორ ნაწილად — სასელექციო სადგური დარჩა მცხეთაში, ხოლო მემინდვრეობის რესპუბლიკური საცდელი სადგური გადაიტანეს გარდაბანში. 1969 წელს პირველს ეწოდა მცხეთის სასელექციო სადგური. მას აქვს ხორბლის, ქერის, სიმინდის, სამარცვლე პარკოსნებისა და საკვები ბალახების სელექციური ჯგუფები; ბიოქიმიური, მცენარეთა დაცვისა და ციტოლოგიის ლაბორატორიები. აქ გამოყვანილია და წარმოებაში დანერგილია 21 ახალი ჯიში. სადგურს უჭირავს 102 ჰა, ექვემდებარება სოფელ ნოსირისა და დაბა წალკის დასაყრდენი პუნქტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ს. თედორაძე, ქსე, ტ. 7, გვ. 258-259, თბ., 1984