საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის იულონ ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — მდებარეობდა მცხეთაში, თბილისიდან 22 კმ-ზე. ინსტიტუტი შეიქმნა 1956 წელს საქართველოს მემინდვრეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე, ატარებდა იულონ ლომოურის სახელს.

ინსტიტუტი იკვლევდა მინდვრის კულტურების სელექცია-მეთესლეობისა და მათი კომპლექსური აგროტექნიკური ღონისძიებების შემუშავების, ნიადაგის გაკულტურებისა და ეროზიისაგან დაცვის, ფიზიოლოგიურ-ბიოლოგიურის, საკვებმოპოვების, სტანდარტიზაციისა და სოფლის მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაციის საკითხებს. ჰქონდა შემდეგი განყოფილებები: სელექციო-გენეტიკის, მეთესლეობის, საკვებმოპოვების, მარცვლეული კულტურების, მებოსტნეობის. მცენარეთა დაცვის, აგროქიმიის, თესლბრუნვის და ნიადაგის მინიმალური დამუშავების, სოფლის მეურნეობის ეკონომიკა-ორგანიზაციის., სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის; ლაბორატორიები: ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური; ქიმიური.

ინსტიტუტს ექვემდებარებოდა კახეთის, გორის, გარდაბნის, წყალტუბოსა და აჯამეთის საცდელი სადგურები, აგრეთვე მცხეთის სასელექციო სადგური; წილკნის, ჯინისის, სამგორის, ახალქალაქის, ხობის ექსპერიმენტული მეურნნეობები. ინსტიტუტს ჰქონდა ასპირანტურა, გამოსცემდა სამეცნიერო „შრომებს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]