მცირე კარპატები
იერსახე
| მცირე კარპატები | |
|---|---|
მცირე კარპატები | |
| კოორდინატები: 48°25′ ჩ. გ. 17°15′ ა. გ. / 48.417° ჩ. გ. 17.250° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | ზარუბი |
| სიმაღლე | 768 მ |
| სიგრძე | 100 კმ |
მცირე კარპატები (სლოვაკ. Malé Karpaty, გერმ. Kleine Karpaten) — ქედი დასავლეთ სლოვაკეთში. დასავლეთი კარპატების ნაწილი. მაქსიმალური სიმაღლე 768 მ (მთა ზარუბი). დაბალმთიანი ქედია, სიგრძე დაახლოებით 100 კმ. არის მღვიმეები. შემოსილია შერეული ტყით, სადაც ჭარბობს მუხა, იფანი, ნეკერჩხალი და ცაცხვი. 1976 წელს მცირე კარპატების ტერიტორიის უდიდესი ნაწილი გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად.