მცირე ბაზრის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მცირე ბაზრის მეჩეთი
აზერ. Kiçik Bazar məscidi
Kiçik Bazar Məscidi .jpg
მდებარეობა ლენქორანი, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
სტილი ისლამური არქიტექტურა
მდგომარეობა მოქმედი


მცირე ბაზრის მეჩეთი (აზერ. Kiçik Bazar məscidi) — აზერბაიჯანის ქალაქ ლენკორანის მეჩეთი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 2001 წლის 2 აგვისტოს განკარგულებით მეჩეთი სახელმწიფო დაცვის ქვეშ იქნა აყვანილი, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის არქიტექტურული ძეგლი (ინვ. № 4806).[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჩეთი 1906 წელს აშენდა. მშენებლობის პროცესში ძირითადად წითელი გამომწვარი აგური, ადგილობრივი ხის სახეობები და კერამიკული ფილები გამოიყენებოდა.[2]

მეჩეთმა თავისი სახელწოდება მიიღო საკუთარი ადგილმდებარეობის, ლენკორანის ცენტრში მდებარე კიჩიკ ბაზრის (მცირე ბაზრის) გამო.[2]

მეჩეთის ნაგებობის სიგრძე არის 26 მეტრი, სიგანე 10 მეტრი, ხოლო კედლების სისქე 1 მეტრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ თავდაპირველი მინარეთის განადგურების შემდეგ აშენებულ 24-მეტრიან მინარეთს აქვს განმეორებითი არაბული წარწერა "ალაჰი", რომელიც თეთრი აგურით არის შესრულებული. მეჩეთში ერთდროულად 250 ადამიანს შეუძლია ლოცვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan Respublikası Mədəniyyət Nazirliyi Mədəni İrsin Qorunması, İnkişafı və Bərpası üzrə Dövlət Xidməti. ციტირების თარიღი: 2020-09-18.
  2. 2.0 2.1 2.2 Lənkəran şəhəri, Kiçik Bazar məscidi. ციტირების თარიღი: 2020-09-18.