შინაარსზე გადასვლა

მშათა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთის კედლის ორნამენტები

მშათა — ხუროთმოძღვრების ძეგლი, ომაიანების დინასტიის ციხე-დარბაზი იორდანიაში (VIII საუკუნე; ზოგიერთი მკვლევარის აზრით III-IV სს.). მდებარეობს ამანის სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ზე. მშენებლობა არ ყოფილა დასრულებული. ახლა ნანგრევებადაა ქცეული. სახელი გაითქვა სამხრეთის თავდაცვითი კედლის ქვედა ნაწილის ქვის ფრიზზე ამოკვეთილი ორნამენტით. ფრიზი დანაწევრებულია სამკუთხა არეებად, რომლებიც შევსებულია რელისტურდ გადმოცემული, ერთმანეთში გადახლართული ვაზის ლერწის, პალმეტების, ვარდულების, აკანთის ფოთლების, ყვავილებისა და ცხოველთა გამოსახულებებით.

ძეგლი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში[1].