შინაარსზე გადასვლა

მყინვარული რელიქტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მყინვარული რელიქტებიმცენარეები და ცხოველები, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე შემორჩენილი არიან გამყინვარების პერიოდიდან. მყინვარული რელიქტებს ვხვდებით მაგ., შუა ევროპის ვაკე და მთების წინა რაიონების ფლორაში. ესენია უმთავრესად ე. წ. არქტიკულ-ალპური მცენარეები. ისინი ნაშთია იმ ფლორისა, რომელიც გვიან პლეისტოცენში არსებობდა სკანდინავიის მყინვარულ ფარსა და ალპებიდან და ცენტრალურ ევროპის სხვა მთებიდან დაშვებულ მყინვარებს შორის. ზოგიერთი არქტიკულ-ალპური მცენარე — ქონდარა არყი, ალპური დათვის კენკრა, დრიადის 2 სახეობა (ლათ. Dryas octopetala და ლათ. Dryas punctata) და სხვა. ევროპის ზოგიერთ რაიონში გამყინვარების პერიოდიდან შემორჩნენ ცხოველებიც, მაგ., ირმის ბორა, ნემსიყლაპიას რამდენიმე სახეობა, ჩვეულებრივი გველგესლა, ცოცხლადმშობი ხვლიკი.