მუხათგვერდის პირველი სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მუხათგვერდის სამაროვანი.

მუხათგვერდის პირველი სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათგვერდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ბორცვზე, თბილისი-მცხეთის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრზე. თარიღდება IV-VIII საუკუნეებით.

სამაროვანი დაზიანდა საქართველოს სამხედრო გზის გაყვანისას, 1975-1976 წლებში. აქ გათხრები აწარმოა მცხეთის მუდმივმომქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ა. აფაქიძის ხელმძღვანობით. სამაროვანი დაცულია. სამროვანზე გაითხარა ერთმანეთთან ახლოს ჩადგმული უხეშად დამუშავებული ქვის ლოდებისგან შედგენილი წაგრძელებული ოთხკუთხა ქვაყუთები. თითოეულ სამარხში დაკრძალული იყო ერთიდან ხუთამდე მიცვალებული, გულაღმა, გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. სამარხებში ძირითადად აღმოჩნდა სამკაულები. ძეგლზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაზე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]