მუშმულა სუბტროპიკული, იაპონური ზღმარტლი, ლოქვა (ლათ.Eriobotrya japonica) — მარადმწვანე სუბტროპიკული ხე ან ბუჩქი ვარდისებრთაოჯახისა. მცენარე 6-8, იშვიათად 9 მ სიმაღლემდე იზრდება. ნაყოფი მრგვალია (დიამეტრი — 3 სმ-მდე, კულტურული ფორმისა — 10 სმ-მდე), ოვალური ან მსხლისებრი ფორმა აქვს, წვნიანია, მომჟავო-ტკბილი; ნარინჯისფერი ან ყვითელია.