მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება — დაარსდა თბილისში 1959 წელს როგორც საგუნდო საზოგადოება. 1960 წლიდან გახდა საგუნდო-ქორეოგრაფიული, ხოლო 1966 წლიდან ეწოდა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული საზოგადოება. საზოგადოება მიზნად ისახავდა მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ხელოვნების პროპაგანდას. საზოგადოებასთან არსებობდა კამერული გუნდი და ორკესტრი "თბილისის კამერატა" ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "მუსიკა, პოეზია, ფერწერა", ქორეოგრაფთა სახლ უნივერსიტეტი მუსიკალური ანსამბლების რესპუბლიკური გაერთიანებების თბილისის განყოფილება. 1995 დაიშალა და მის ბაზაზე შეიქმნა ორი დამოუკიდებელი ორგანიზაცია: მუსიკალური საზოგადოება და ქორეოგრაფიული საზოგადოება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]