მუნგო (ლათ.Galidiinae) — ძუძუმწოვართაქვეოჯახიმადაგასკარის მტაცებლებისოჯახისა. აერთიანებს მადაგასკარისათვის ენდემურ 4 გვარს: Galidia 1 სახეობით (კუდბეჭედა მუნგო, G. elegans), Mungotictis 1 სახეობით (ვიწროზოლა მუნგო, M. decemlineata), Salanoia 2 სახეობით (კუდმურა მუნგო, S. concolor; დარელის მუნგო, S. durrelli[1]) და Galidictis 2 სახეობით (ფართოზოლა მუნგო, G. grandidieri; ზოლიანი მუნგო, G. fasciata). გარეგნულად გრძელკუდა კვერნებს წააგვანან. სხეულის სიგრძეა 35–40 სმ (ვიწროზოლა მუნგოსი — 80 სმ-მდე), კუდი დაახლოებით სხეულის სიგრძისაა, მხოლოდ კუდმურა მუნგოს აქვს სხეულის ნახევრის ტოლი კუდი. მასა 500–900 გრამს აღწევს. ტანი წაგრძელებულია, კიდურები საშუალო სიგრძის. თავი ტვინის არეში ფართოა, ცხვირისკენ მკვეთრად ვიწროვდება. ყურები საშუალოა, ფართოდ განლაგებული. შეფერილობა ერთფეროვანი მურა, კუდი შენაცვლებული მუქი მურა და შავი ბეჭდებით (კუდბეჭედა მუნგო); ღია მურა, რუხი ან მუქი ზეთისხილისფერი, გრძივი ზოლებით; მოწითურო- ან ზეთისხილიფერ-მურა, მუქი ან ყვითელი ლაქებით (კუდმურა მუნგო). ბინადრობენ მთისწინეთის და ნოტიო ტროპიკულ ტყეებში, ბუჩქნარებსა და სავანაში. იკვებებიან მცირე ზომის ხერხემლიანებით, ფრინველის კვერცხებით. ცხოვრების თავისებურებები სუსტადაა შესწავლილი. ყველა სახეობა განიცდის ადამიანის მიერ მათ საცხოვრებელ გარემოზე მომხდარ ცვლილებებს. IUCN-ის ნუსხის თანახმად, ყველას რაოდენობას (გარდა კუდბეჭედა მუნგოსი) შემცირების დენდენცია აქვს, ზოლიანი მუნგოს მდგომარეობა მოწყვლადია, ხოლო ფართოზოლა გადაშენების საფრთხის ქვეშაა.
↑Durbin, Joanna; Funk, Stephan M.; Hawkins, Frank; Hills, Daphne M.; Jenkins, Paulina D.; Moncrieff, Clive B.; Ralainasolo, Fidimalala Bruno (2010). „Investigations into the status of a new taxon of Salanoia(Mammalia: Carnivora: Eupleridae) from the marshes of Lac Alaotra, Madagascar“. Systematics and Biodiversity. 8 (3): 341–355. doi:10.1080/14772001003756751.