მჟაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მჟაუნა
Rumex acetosa cultivar 01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Caryophyllales
ოჯახი:  მატიტელასებრნი
სახეობა:  მჟაუნა
ლათინური სახელი
Rumex acetosa

მჟაუნა (Rumex acetosa) — მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს სწორი ღერო, რომლის სიმაღლე 30-100 სმ აღწევს, მოგრძო ისრისები ფოთოლი და მუქი ყავისფერი პრიალა კაკლუჭა ნაყოფი.

საქართველოში იზრდება ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებსა და ტყის პირებზე თითქმის სუბალპურ სარტყლამდე. საადრეო ბოსტნეულია, ფოთოლი შეიცავს მჟაუნმჟავას, A და C ვიტამინებს.

მდიდარია რკინითა და კალიუმით. მჟაუნას ჯიშებიდან კულტურაშია ბელვილური, ოდესური 17, მაიკოპური 10 და ფართოფოთლიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რობაქიძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 161, თბ., 1984