ესტონეთის ცენტრისტული პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Eesti Keskerakond
ესტონეთის ცენტრისტული პარტია
Eesti Keskerakond ესტონეთის ცენტრისტული პარტია
ქვეყანა ესტონეთის დროშა ესტონეთი
ხელმძღვანელობა
ლიდერი იური რატასი
ისტორია
დამფუძნებელი ედგარ სავისაარი
დაფუძნდა 12 ოქტომბერი, 1991
პოზიციები
იდეოლოგია სოციალური ლიბერალიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის
წარმომადგენლობითობა
რიიგიკოგუ
16 / 101
ევროპის პარლამენტი
1 / 7
ფერები     
შტაბ-ბინა Toom-Rüütli 3/5, ტალინი 10130
http://www.keskerakond.ee/
ესტონეთის ცენტრისტული პარტიის დროშა

ესტონეთის ცენტრისტული პარტია (ესტ. Eesti Keskerakond) — მემარცხენე-ცენტრისტული, სოციალ-ლიბერალური პოლიტიკური პარტია ესტონეთში. იგი არის ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის წევრი. მას შემდეგ, რაც 2005 წლის 20 აგვისტოს, შეუერთდა პენსიონერთა პარტია, იგი ქვეყანაში წევრთა რაოდენობის მიხედვით მეორე პარტია გახდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტია დაარსდა 1991 წლის 12 ოქტომბერს ესტონეთის სახალხო ფრონტის ბაზაზე. პარტიის თავმჯდომარეა ედგარ სავისაარი, მოადგილეები – მაილის რეპსი და ენ ეესმაა.

1995 წლის არჩევნებში პარტიამ 14,2 %-ით აჩვენა მესამე შედეგი და მიიღო 16 მანდატი. შევიდა მმართველ კოალიციაში და ედგარ სავისაარმა დაიკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოლო პეეტერ კრეიცბერგმა – განათლების მინისტრის თანამდებობა. „ფირების სკანდალის“ შემდეგ (სხვადასხვა პოლიტიკოსების საუბრების ფარული ჩაწერა), რომელშიც ჩართული იყო სავისაარი, პარტია გადავიდა ოპოზიციაში. პარტიის იმედგაცრუებულმა წევრებმა დააარსეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება, ცენტრისტული პარტია კი 2001 წლამდე პოლიტიკურ იზოლაციაში დარჩა.

1996 წელს პარტიის წევრი სიირი ოვიირი წარდგენილი იყო პრეზიდენტობის კანდიდატად, მაგრამ დამარცხდა.

1999 წლის არჩევნებზე პარტიამ 23,4 %-ით აჩვენა პირველი შედეგი და პარლამენტში დაიკავა 28 ადგილი.

2000-იანი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წელს პეტერ კრეიცბერგი წარდგენილი იყო საპრეზიდენტო კანდიდატად (წარუმატებლად), ედგარ სავისაარი კი აირჩიეს ტალინის მერად. 2002 წელს რეფორმების პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა მმართველი კოალიცია. სვენ მიკსერი გახდა თავდაცვის მინისტრი. კოალიციის ერთიანობა შენარჩუნდა 2003 წლის არჩევნებამდე. მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებზე პარტიამ მიიღო ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა (25,4 %) იგი ოპოზიციაში დარჩა 2005 წლამდე, სანამ არ დაიშალა იუჰან პარტსის კოალიციური მთავრობა.

2003 წელს პარტიულ ყრილობაზე გადაწყვიტეს, რომ მხარი არ დაეჭირათ ესტონეთის ევროკავშირში გაწევრიანებისათვის. წევრთა უმეტესობამ დატოვა პარტიის რიგები და ჩამოაყალიბეს სოციალ-ლიბერალური გაერთიანება, წევრთა ნაწილი შეუერთდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, ნაწილი კი რეფორმის პარტიას.

2004 წლის მაისში ედგარ სავისაარი უნდობლობის ვოტუმის გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ტალინის მერის თანამდებობა. ამავე წელს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღო ხმების 17,5 % და პარლამენტში გაიყვანა ერთი დეპუტატი – სიირი ოვიირი.

2005 წელს ცენტრისტული პარტია კვლავ მმართველ კოლაიციაშია სახალხო კავშირთან და რეფორმის პარტიასთან ერთად. პარლამენტში დაიკავა 19 მანდატი, ხოლო მთავრობაში 5 პორტფელი. ეს კოალიცია არსებობდა 2007 წლამდე. 2007 წელს არჩევნებში მიღებული მეორე შედეგის მიუხედავად (26,1 % – 29 მანდატი) ოპოზიციაში დარჩა.

2009 წლის ევროპარლამენტის მორიგი არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ შეძლო 2 მანდატის მოპოვება და ევროპარლამენტის დეპუტატები გახდნენ სიირი ოვიირი და ვილია სავისაარ-ტოომასტი.

შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რიიგიკოგუ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
1999 56 124 12,2 (#3)
15 / 101
ახალი ოპოზიცია
1995 76 634 14,2 (#2)
16 / 101
1 მთავრობა (1995)
ოპოზიცია (1995–1999)
1999 113 378 23,4 (#1)
28 / 101
12 ოპოზიცია (1999-2002)
მთავრობა (2002–2003)
2003 125 709 25,4 (#1)
28 / 101
0 ოპოზიცია (2003-2005)
მთავრობა (2005–2007)
2007 143 518 26,1 (#2)
29 / 101
1 ოპოზიცია
2011 134 124 23,3 (#2)
26 / 101
3 ოპოზიცია
2015 142 460 24,8 (#2)
27 / 101
1 ოპოზიცია (2015–2016)
მთავრობა (2016–2019)
2019 129 618 23,1 (#2)
26 / 101
1 ოპოზიცია (2019–2022)
მთავრობა (2022–2023)
2023 93 254 15,3 (#3)
16 / 101
10 ოპოზიცია
მიღებული ხმები
ადგილები რიიგიკოგუში


ევროპის პარლამენტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2004 40 704 17,5 (#2)
1 / 6
ახალი
2009 103 506 26,1 (#1)
2 / 6
1
2014 73 419 22,4 (#2)
1 / 6
1
2019 47 819 14,4 (#3)
1 / 7
0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]