ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი)
Jump to navigation Jump to search
ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი
ინგლ. Alliance of Liberals and Democrats for Europe Party
ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი
თავმჯდომარე გრეჰემ უოტსონი
დაფუძნდა მარტი, 1976,
შტუტგარტის დეკლარაციის ხელმოწერის შედეგად.
იდეოლოგია ლიბერალიზმი
საერთაშორისო აკრედიტაცია ლიბერალური ინტერნაციონალი
შტაბ-ბინა ბრიუსელი, ბელგია
ფერები ოქროსფერი, ლურჯი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი - ევროპისთვის (ინგლ. Alliance of Liberals and Democrats for Europe, შემოკლებით ALDE, ან ALDE Party) - ევროპული პოლიტიკური პარტია რომელიც შედგება 60 ეროვნული დონის ლიბერალური პარტიისგან. პარტია 1976 წლის 26 მარტს, ქალაქ შტუტგარტში, შტუტგარტის დეკლარაციის ხელმოწერით შეიქმნა როგორც ევროპის ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების ფედერაცია (ინგლ. Federation of Liberal and Democrat Parties in Europe), რომელიც 1977 წელს გახდა ევროპელი ლიბერალები და დემოკრატები (ინგლ. European Liberals and Democrats, ELD) ხოლო 1986 წელს გახდა ევროპელი ლიბერალ-დემოკრატები და რეფორმისტები (ინგლ. European Liberal Democrats and Reformists, ELDR). 2004 წლის 30 აპრილს ოფიციალურად გადაიქცა ევროპულ პარტიად და დაირქვა ევროპელი ლიბერალურ-დემოკრატიული და რეფორმისტული პარტია (ინგლ. European Liberal Democrat and Reform Party, ELDR Party).[1] ALDE არის ლიბერალური ინტერნაციონალის წევრი.[2] ALDE-სთან აფილირებული არასამთავრობო ოგანიზაცია არის ევროპის ლიბერალური ფორუმი. ALDE ევროპაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ალიანსია, რომელიც შექმნილია საერთო ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების გარშემო. ალიანსში შემავალი ცნობილი პარტიებია თავისუფალი დემოკრატიული პარტია (გერმანია), ლიბერალ-დემოკრატები (გაერთიანებული სამეფო), თავისუფალი დემოკრატიული პარტია (შვეიცარია), ლიბერალური სახალხო პარტია და ცენტრის პარტია (შვედეთი). საქართველოს პოლიტიკური პარტიებიდან ALDE-ს წევრები არიან საქართველოს რესპუბლიკური პარტია და ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. European Liberal Democrats change party name to ALDE Party | ALDE Party. Eldr.eu. წაკითხვის თარიღი: 2013-09-23.
  2. Archived copy. წაკითხვის თარიღი: 13 November 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]