მოცურალა
იერსახე
| მოცურალა | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
სამხრეთული მოცურალა (Berardius arnuxii) | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Berardius (Duvernoy, 1851) | |||||||||||||
| |||||||||||||
მოცურალა (ლათ. Berardius) — ზღვის ძუძუმწოვართა გვარი დინგნისკარტასებრთა ოჯახისა. ქვედა ყბაზე ორი წყვილი წაბრტყელებული კბილი აქვთ. ცხოვრობენ ჯოგებად, იკვებებიან თავფეხიანი მოლუსკებით, რომელთა მოსაპოვებლად ყვინთავენ ღრმად და ხანგრძლივად. გვარში ორი სახეობაა: ჩრდილოური მოცურალა (В. bairdi), დედლის სიგრძეა 12,5 მ-მდე, მამლისა 11 მ-მდე, ცხოვრობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში იაპონიის, ოხოტისა და ბერინგის ზღვის ჩათვლით; სამხრეთული მოცურალა (В. arnouxi), სიგრძით 11 მ, ბინადრობს სამხრეთ ნახევარსფეროში (ანტარქტიკამდე). მოცურალების რეწვას მხოლოდ იაპონია მისდევს.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოცურალა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Плавуны // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 19 — М., 1975.