მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (პიჟა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (პიჟა) — რუსეთი
მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (პიჟა)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′20″ ჩ. გ. 37°37′30″ ა. გ. / 55.73889° ჩ. გ. 37.62500° ა. გ. / 55.73889; 37.62500
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710546000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (რუს. Храм Святителя Николая) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ზამოსკვორეჩიეს რაიონში, დიდი და პატარა ორდინკის ქუჩებს შორის. მის მახლობლად აგებულია ეკლესიის მსახურთა სახლი, რომელიც არის XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი და მისი ავტორია არქიტექტორი ალექსანდრე ნიკიფოროვი.

ეკლესია აგებულია 1657-1672 წლებში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის ეკლესია დღევანდელი ტაძრის ადგილზე ააშენეს არაუგვიანეს 1593 წლისა, სავარაუდოდ სტრელცების სლობოდის დაარსების პარალელურად. XVII საუკუნის მეორე ნახევარში სტრელცების პოლკს ხელმძღვანელობდა ბოგდან პიჟოვი, რომლის სახელიც ეწოდა ადგილს, ტაძარს და პიჟევის შესახვევს. ხარების ეკლესიის ძირითადი ნაწილის მშენებლობა თარიღდება 1672 წლით (სხვა წყაოების მიხედვით 1657 წელი). 1691 წელს მიაშენეს ეგვტერები ანტონია და თეოდოსია პეჩორელების და ნიკოლოზ სავირველთმოქმედის სახელზე, სწორედ ამის შემდეგ ტაძარს წმინდა ნიკოლოზის სახელი ეწოდა. 1812 წელს ნაპოლეონის არმიის შეჭრის შემდეგ ტაძარი ძლიერ დაზიანდა. ტაძრის აღდგენა დაიწყო 1848 წლიდან ვაჭარ ლიამინების ფინანსური მხარდაჭერით.

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1934 წელს, ტაძრის უკანასკნელი წინამძღვარი იყო გავრილ (ოგოშკინი). რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძარი დაუბრუნდა 1990 წელს, ღვთისმსახურება კი აღსდგა 1991 წელს. კანკელები თანამედროვე ნამუშევარია, მისი ავტორია ი. კლიმენკო. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერში არსებული მოხატულობა არის XIX საუკუნისა, მისი ავტორი კი არის ა. სოკოლოვი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წმინდა ნიკოლოზის ტაძრის განსაკუთრებული არქიტექტურული დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე ეგვტერებს აქვთ კუბის ფორმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]