შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის ღვთისმშობლის ხარების ტაძარი (პეტროვსკის პარკი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ღვთისმშობლის ხარების ტაძარი
მოსკოვის ღვთისმშობლის ხარების ტაძარი (პეტროვსკის პარკი) — რუსეთი
მოსკოვის ღვთისმშობლის ხარების ტაძარი (პეტროვსკის პარკი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°47′44″ ჩ. გ. 37°33′10″ ა. გ. / 55.79556° ჩ. გ. 37.55278° ა. გ. / 55.79556; 37.55278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710982000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ფიოდორ რიხტერი
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის ღვთისმშობლის ხარების ტაძარი (რუს. Храм Благовещения Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის აეროპორტის რაიონში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხარების სახელზე, ეგვტერები კი ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის, სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველისა და ღირსი ქსენოფონტეს, მისი მეუღლე მარიამისა და მათი ძეების არკადი და იოანეს სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

1841 წელს ანა დიმიტრის ასულმა ნარიშკინამ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს, რათა თავის დასასვენებელ სახლთან, პეტროვსკის პარკში აეშენებინა ეკლესია. ნარიშკინამ თანხმობა მიიღო და ტაძრის პროექტი დაუკვეთა არქიტექტორ ევგრაფ ტიურინს. არქიტექტორის ჩანაფიქრის მიხედვით ეკლესია უნდა ყოფილიყო ორსართულიანი, გალერეით და ორი სამრეკლოთი დამშვენებული. ტაძრის შენობა პროექტის მიხედვით ძალიან ჰგავდა პეტროვსკის სასახლეს, მაგრამ შემცირებულ ზომებში, რაც არ მოეწონა ნიკოლოზ I-ს და პროექტი არ დაამტკიცა. ახალი პროექტი დაუკვეთეს ფიოდორ რიხტერს. პროექტი დაამტკიცეს. ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს 1844 წელს ნარიშკინების ფინანსებით. მშენებლობა დაასრულეს 1847 წელს, ზემო ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს ღვთისმშობლის ხარების სახელზე, ხოლო ქვემო ეკლესიის ეგვტერებიდან ერთი სვიმეონ ღვთისმიმრქმელისა და ანა წინასწარმეტყველის სახელზე, ხოლო მეორე ღირსი ქსენოფონტეს, მისი მეუღლე მარიამისა და მათი ძეების არკადი და იოანეს სახელზე.

1904 წელს ტაძარი გააფართოვეს მრევლის ფინანსებით. საკურთხეველი აკურთხეს 1904 წლის 25 ნოემბერს. 1916-1917 წლებში ეკლესია მოხატა მხატვარმა ალექსანდრე ბოროზდინმა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგი ტაძრის ისტორიის შესახებ სანდო წყაროები არ არსებობს. სავარაუდოდ იგი საბოლოოდ დახურეს 1934 წლის შუა პერიოდში და გადაეცა ჟუკოვის აკადემიას. ზუსტადაა ცნობილი დოკუმენტების მიხედვით, რომ 1970 წლიდან 1990 წლამდე შენობაში განთავსებული იყო აკადემიის საწყობი. 1991 წლის 22 სექტემბერს ეკლესია გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. 1997 წლის 6 სექტემბერს, ტაძრის კურთხევიდან 150 წლისთავის აღსანიშნავად ეკლესიაში დასრულდა სარემონტო სამუშაოები.

  • Паламарчук П. Г. Москва в границах 1917 года // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 3. — С. 83 — 86. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
  • Указатель московских церквей / сост. Александровский М.. — Москва: Русская Печатня, 1915. — С. 16. — 75 с.
  • П.Н. Шармин Церковь Благовещения в Петровском парке // Москва. Энциклопедический справочник.. — Москва: Большая Российская Энциклопедия, 1992.