შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (ჩერნოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°32′15″ ჩ. გ. 37°31′29″ ა. გ. / 55.53750° ჩ. გ. 37.52472° ა. გ. / 55.53750; 37.52472
რელიგიური წევრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7737947000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბაროკო
თარიღდება XVIII საუკუნე
მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი ვიკისაწყობში

მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (რუს. Храм Рождества Христова) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVIII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთი ადმინისტრაციული ოლქის იუჟნოე-ბუტოვოს რაიონში.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ხის ტაძარი, სოფელ ჩერნოვოში არსებობდა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში. ქვის ეკლესიის მშენებლობა გაგრძელდა 1709 წლიდან 1722 წლამვე. XIX საუკუნის შუა წლებში კი ტაძრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა.

საბჭოთა ხელისუფლებამ 1930-იან წლებში ეკლესია დახურა და ღვთისმასხაურება შეწყდა, მაგრამ ტაძრის შენობა დიდი სამამულო ომის პერიოვშიც კი ხელიხლებელი იდგა.

1974 წელს მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი შეიტანეს არქიტექტურის ძეგლების სიაში და მოექცა სახელმწიფო დაცვის ქვეშ, თუმცა ტაძარი მაინც გაძარცვული რჩებოდა, ეკლესია ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ არ არსებობდა სართულშორისი იატაკებიც კი. 1990-იან დასაწყისში ტაძარი გუმბათისა და გადახურვის გარეშე იყო.

მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა 1989 წელს. თანამედროვე ტაძრის ცხოვრება აღსდგა 1994 წელს. პირველი ლოცვა აღევლინა ავარიული ეკლესიის ახლოს. კაჩალოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძრის, წინამძღვარმა, ანატოლი კოჟამ აღდგენით სამუშაოებზე თავისი მრევლის წარმომადგენლები გამოაგზავნა დასახმარებლად.

ძეგლთა დაცვის საზოგადოების კომისიამ გამოიტანა ტექნიკური გადაწყვეტილება: ტაძარში ღვთისმსახურება შესაძლებელი იყო. ძალიან მალე მოსკოვის საპატრიარქოსგანაც მიიღეს ღვთისმსახურების აღდგენის შესახებ განკარგულება.

1994 წლის ზაფხულიდან დაიწყო პერიოდული ღვთისმსახურება. დროებითი ამბიონი თავად მოაწყვეს. მოსახლეობა აგროვებდა სამშენებლო მასალებს.

1995 წლის 29 ივლისს აღდგენილი ტაძარი აკურთხეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]