შინაარსზე გადასვლა

მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი (კაჩალოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი
Map
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°34′17″ ჩ. გ. 37°34′50″ ა. გ. / 55.57139° ჩ. გ. 37.58056° ა. გ. / 55.57139; 37.58056
რელიგიური წევრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 7736717000 № 7736717000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVII საუკუნე
მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი ვიკისაწყობში

მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი (რუს. Храм Великомученицы Параскевы) — მართლმადიდებლური მუზეუმი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სევერნოე-ბუტოვოს რაიონში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია დიდმოწამე პაასკევას სახელზე.

ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ანატოლი კოჟა.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

მოსკოვის მაზრის სოფელ კიოვო-კაჩალოვოში ხის ტაძარი დიდმოწამე პარასკევას სახელზე ააგეს ჯერ კიდევ XVI საუკუნის დასაწყისში, მაგრამ პოლონეთ-ლიტვის ჯარების თავდასხმის შემდეგ იგი დაინგრა.

პირველი ქვის ტაძარი ამ ადგილზე ააგეს და აკურთხეს 1694 წელს. ტაძრის მშენებელი გახდა, სოფელ კიოვოს მფლობელი ივანე ივანეს ძე შჩერბატოვი. ამავე წელს ეკლესიასთან დააარსეს კაჩალოვოს სასაფლაო[1]. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესია ძალიან მოძველდა და მიიღეს მისი განახლების გადაწყვეტილება.

1901-1904 წლებში ტაძრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა არქიტექტორ ნიკოლოზ ბლაგოვეშჩენსკის პროქტის მიხედვით. ეკლესია მნიშვნელოვნად გააფართოვეს, დააშენეს სამრეკლო, მთელი არქიტექტურული სახე შეცვალეს იმ სახით, რომ შესაძლებელია ითქვას, ტაძარი ხელახლა ააშენეს. განახლებული ტაძრის კურთხევა მოხდა 1904 წელს.

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი 1930-იანი წლების ბოლოს დახურა. შენობას გამოიყენებდნენ სამრეწველო მიზნებით. 1980-იანი წლებისათვის შენობა პრაქტიკულად მიატოვეს.

ტაძარი მართლმადიდებელ საზოგადოებას გადაეცა 1990 წელს და რამდენიმე წელიწადში სრულიად აღადგინეს. 1998 წლის 10 ნოემბერს აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Качаловское. МосРитуалСервис (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-28. ციტირების თარიღი: 2018-02-26.