მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (როგოჟი)
მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′48″ ჩ. გ. 37°40′05″ ა. გ. / 55.74667° ჩ. გ. 37.66806° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ამპირი |
თარიღდება | 1818-1838 |
მოსკოვის სერგი რადონეჟელის ტაძარი (რუს. Храм Сергия Радонежского) — მართლმადიდებლური ეკლესია მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში.
მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია წმინდა სამების სახელზე. ეგვტერები კი სერგი რადონეჟელისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერგი რადონეჟელის სახელობის ტაძარი მდებარეობს ნიკოლოიამსკის ქუჩაზე. ამ ქუჩამ თავისი სახელი მიიღო აქ მდებარე ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიის მიხედვით.
პირველი ხის ტაძარი სერგი რადონეჟელის სახელზე აქ ააგეს XVII საუკუნის დასაწყისში, ხოლო ქვის ტაძარი პირველად მოიხსენიება 1722 წელს. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია წმინდა სამების სახელზე. სავარაუდოდ, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვში სამების სახელზე მრავალი ეკლესია აშენდა, აღნიშნულ ეკლსიას უწოდეს სერგი რადონეჟელის სახელობის ეკლესია, რომლის სახელობის საკურთხეველიც აკურთხეს ეგვტერში. მის სახელწოდებაზე ასევე გავლენა იქონია ახლოს მდებარე ანდრონიკოვის მონასტერმა, რომლის პირველი იღუმენიც იყო სერგი რადონეჟელის მოსწავლე - ანდრონიკე.
ისევე როგორც მოსკოვის მრავალ ტაძარში, ამ ტაძრის სხვადასხვა ნაწილი, სხვადასხვა დროსაა აგებული. ტაძრის ყველაზე ძველი ნაწილი არის სატრაპეზო, სერგი რადონეჟელისა და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეგვტერით. იგი ააგეს 1796 წელს და არის ძველად მდებარე ტაძრის ნაწილი. ტაძრის ამჟამინდელი ნაგებობა ააგეს 1818 წელს მრევლის ფინანსებით. თავისი საბოლოო სახე ტაძრის ძირითადმა ნაწილმა მიიღო 1834-1838 წლების რეკონსტრუქციის შემდეგ. რეკონსტრუქციას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ფიოდორ შესტაკოვი. თანამედროვე სამსართულიანი სამრეკლო ააგეს 1864 წელს. ტაძრის ინტერიერი მოხატეს 1876 წელს.
1922 წელს ტაძრიდან გაიტანეს ხუთი ფუთი ვერცხლის ჭურჭელი და სხვა საეკლესიო ფასეულობები. სერგი რადონეჟელის ტაძარი საბჭოთა ხელისუფლებამ დახურა 1938 წელს. ტაძრის დახურვამდე ეკლესიიდან გადარჩენის მიზნით გაიტანეს რამდენიმე ძველი ხატი, მაგრამ ტაძრის გაძარცვის დროს ხატების დიდი ნაწილი განადგურდა. დახურვის შემდეგ ეკლესიის შენობას გამოიყენებდნენ საამქროებად და საწყობებად. ეკლესიის კედლები დაიბზარა. 1985 წელს ეკლესია გადაეცა ანდრეი რუბლიოვის სახელობის ძველი რუსული კულტურის და ხელოვნების მუზეუმს. ამავე დროს დაიწყო ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები.
1991 წელს სერგი რადონეჟელის ტაძარი გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ტაძარი აკურთხეს 1991 წლის 4 დეკემბერს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]