მორიგის ლაშქრობის განაჩენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მორიგის ლაშქრობის განაჩენი 1774 — ძველი ქართული ადმინისტრაციული და სამხედრო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი. შეიმუშავა დარბაზმა. მოქმედებდა 1774 წლის იანვრიდან ქართლ-კახეთის სამეფოში (თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის გამოკლებით). შედგება შესავლისა და 37 მუხლისაგან. მორიგის ლაშქრობის განაჩენის შედგენის მიზანი იყო მუდმივი ლაშქრის — მორიგე ჯარის შექმნა. ამ გზით მეფე ერეკლე II ცდილობდა ფეოდალთა განკერძოებულობის შეზღუდვას და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ამიერედან ლაშქრად გაწევა უნდა მომხდარიყო არა შეწერით ან კომლზე კაცის დაძახებით, არამედ მოსახლეობის აღწერის დავთრების მიხედვით. ლაშქრობის შემძლე ყოველ მამაკაცს წელიწადში ერთი თვე უნდა ემსახურა სამეფო ლაშქარში. „სარდრები“, მინბაშები და უზბაშები, როგორც უშუალოდ მეფისადმი დამორჩილებული მოხელეები, სამეფო ლაშქარში მებატონე ფეოდალზე მეტი ძალისანი იყვნენ. სამხედრო დანაშაულისათვის სასჯელი ემუქრებოდა მაღალი წოდების წარმომადგენლებსაც. ისჯებოდა დანაშაულის განუცხადებლობაც (მუხლი 16).

მორიგის ლაშქრობის განაჩენმა შესაძლებელი გახადა სამეფოში ერთდროულად 5 ათასი მოლაშქრის გამოყვანა. 1787 წლისთვის ქვეყნის რეაქციული ძალების საერთო მცდელობის შედეგად, მორიგე ლაშქარი შემცირდა. მისი ადგილი დაიკავა დაქირავებული ჯარის თავისებურმა სახეობამ — მორიგე ყარაულმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]