მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა (DBMS) — პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ურთიერთქმედებს საბოლოო მომხმარებლებთან, აპლიკაციებთან და თავად მონაცემთა ბაზასთან, მონაცემების აღებისა და გაანალიზების მიზნით.[1] DBMS დამატებით შეიცავს მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისთვის გათვალისწინებულ ძირითად შესაძლებლობებს. მონაცემთა ბაზის, DBMS და მათთან დაკავშირებული პროგრამების ერთობლიობას შეიძლება ეწოდებოდეს "მონაცემთა ბაზის სისტემა". მონაცემთა ბაზაც და მისი მართვის სისტემაც შეესაბამება მონაცემთა ბაზის კონკრეტული მოდელის პრინციპებს.[2]
მონაცემთა ბაზის სისტემა ერთობლიობაში აღნიშნავს მონაცემთა ბაზის მოდელს, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემას და მონაცემთა ბაზას.[3]
ხშირად ტერმინი "მონაცემთა ბაზა" ასევე გამოიყენება აგრეთვე DBMS-ის, მონაცემთა ბაზის სისტემის ან მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული აპლიკაციის აღსანიშნავად.
მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები უზრუნველყოფენ მონაცემთა ბაზებში არსებული მონაცემების დაცვას და უსაფრთხო შენახვას. მონაცემთა ბაზების მართვის სისტემას შეუძლია ერთდროულად მოემსახუროს ათი ათასობით მომხმარებელს, ამასთან ერთად უზრუნველყოს ბაზებში არსებული მონაცემების საიმედო უსაფრთხოება და მთლიანობა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Connolly, Thomas M.; Begg, Carolyn E. (2014). Database Systems – A Practical Approach to Design Implementation and Management (6th ed.). Pearson. ISBN 978-1292061184.
- ↑ Tsitchizris, Dionysios C.; Lochovsky, Fred H. (1982). Data Models. Prentice–Hall.ISBN 978-0131964280
- ↑ Beynon-Davies, Paul (2003). Database Systems (3rd ed.). Palgrave Macmillan. ISBN 978-1403916013.