შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Sopho

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Hello Sopho, you are now an administrator. There are instructions on how to use your administrator powers in the administrators' how-to guide on the English Wikipedia.

If you have any problems, let me know on my talk page at en, or leave a note on m:Requests for permissions. Good luck. Angela 12:21, 1 Nov 2004 (UTC)

Hi Sopho. The links moving around like that is a known bug. See Mediazilla:25. It seems to only affect certain browsers, so if you have something other than Internet Explorer, such as firefox, you might find the problem goes away. Angela 13:56, 2 Nov 2004 (UTC)

Hi Sopho,

I'm very excited to see somebody is working on the Georgian Wikipedia now!!!!!!!

I have a few questions and suggestions...

1. Have you considered asking other people to come help build the Georgian Wikipedia? You might try online communities in Georgian...

2. Have you thought of translating the user interface yet? You can see the individual messages here, and you can edit them by clicking the blue link where you should type the appropriate Georgian translation. These are protected so you have to be logged in before you can edit them.

3. Where did you hear about the Georgian Wikipedia? I have tried publicising it in some parts of the Internet, I have sent e-mails and such, but even so until now there was no real action here.

4. What is the Georgian translation for "Wikipedia - The free encyclopedia" (where 'free' means "unrestricted" and not "no cost", as in "free software"; I think the word may be თავისუფალი)?

If you need my help, you can send me an e-mail at node . ue @ gmail . com (take out the spaces)

best wishes, Node

გამარჯობა სოფო,

მადლობთ კონსულტაციისთვის.

ფოტოებს რეც შეეხება მითითებული მაქვს ავტორების გვარები ?!

შენიშვნა მიგებულია -- ჯერ ვსწავლობ.

პირველ გვერდზე "არქიტექტურა" ჯობია ხელოვნების დარგებში ჩაჯდეს.

მომავალ შეხვედრამდე

gvz

გამარჯობა სოფო,

მოგესალმებით თხოვნით, all articles-დან წაშალოდ შემდეგი თემები: 1. ვირსალაძე ანასტასია (მძიმის გარეშე); 2. ვირსალაძე ა; 3. ა.ვირსალაძე. მათი გახსნით მომივიდა შეცდომა. ჯერჯერობით სწავლის პროცესში ვარ. პატივისცემით zangala


სოფო გამარჯობათ,

დიდი მადლობა თხოვნის შესრულებისათვის. კიდევ ბევრი შეცდომები მაქვს გაკეთებული, რასაც მოგვიანებით მოგწერთ. რადგანაც ცაგარეიშვილი, ვალერიან შეასწორეთ აქვე მინდა გითხრათ, რომ დასატოვებელია მხოლოდ მძიმით ცაგარეიშვილი, ვალერიან

კიდევ ერთი თხოვნა მაქვს - არ დაგვეკარგოთ.


პატივისცემით zangala

სოფო გამარჯობათ,

"გვერდების სახელები" - ამ გვერდის მიხედვით ვწერ სახელებს. მაგ. არის მოყვანილი წერეთელი, აკაკი და ა.შ. ამ გვერდის შემქმნელს ვეთახმები.


სოფო გამარჯობათ,

მთავარი გვერდი - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! აქ წერია გვერდის შექმნის და მისი სახელების შესახებ.

პატივისცემით ცანგალა


გამარჯობათ სოფიო,

თუ შეიძლება, რომ წაშალოთ ვირსალაძე,ანასტასია - რადგან არსებობს უკვე შესწორებული ვირსალაძე, ანასტასია - "პრაბელით".

პატივისცემით ცანგალა

21.03.05


სოფო გამარჯობა,

ვიცი, რომ შეცდომით ჩავწერე, მაგრამ სწორ ადგილას ვერ მოვახერხე. რედაქტირებაში შევდიოდი, მაგრამ საბოლოოდ მივიღე ის რაც დაგახვედრე.

პატივისცემით ცანგალა 31.03.05

სოფო მოგესალმებით,

მოხარული ვარ რომ გამოჩნდით, იმედი მაქვს ცოტა მეტ დროს გამონახავთ ვიკიპედიისათვის, ვინაიდან არის ბევრი პრობლემა, რომელთა გადაწყვეტა თქვენს გარეშე შეუძლებელია. თუ გაგვეცნობით, უკეთესი იქნება. ახლა რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:


1. ანბანზე დალაგება.

ძალიან ცუდია, თუ ვიკიპედია არის ენციკლოპედია , რომელშიც არ შეიძლება სტატიების ანბანზე დალაგება. პირადად მე, კატეგორიების და სიების სექციებში ამის აუცილებლობას ვხედავ, მაგალითად: ცნობილი მწერლები.


2. მძიმეები სათაურებში.

გთხოვთ გაეცნოთ ჩემს მიერ მომზადებულ მასალას Help:გვერდების სახელები და რასაც არ ეთანხმებით - ვიმსჯელოთ იმ საკითხზე. შევნიშნავ, რომ სათაურებში მძიმის გამოყენება აკრძალული არ არის!!! ამ პრინციპითაა აგებული თუნდაც რუსული ვიკიპედია.


3. გვარსახელები სათაურებში.

პრობლემატური საკითხია. ტექსტში ნებისმიერი ფორმით შეიძლება პიროვნების გვარის და სახელის მითითება: სრულად, ინიციალებით, მამის სახელით და ა.შ., მაგრამ სადაც აუცილებლობა მოითხოვს (ეს უმრავლეს შემთხვევაში გარდაუვალია, ვინაიდან გვარები სხვადასხვა ბრუნვებში იქნება) - საჭიროა გაუკეთდეს გადამისამართება ზუსტ სათაურზე. პრობლემა იმაში მდგომარეობს როგორ შევარჩიოთ ზუსტი სათაური.


ჩემს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი ორ პრობლემას წყვეტს: (ა) ანბანზე დალაგების; (ბ) საკუთარ სახელებში გვარისა და სახელების კომპონენტების გამიჯვნის. მეორე პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით უცხოელებთან დაკავშირებით. მაგალითად: ცნობილი ჰოლანდიელების სიაში რომელ ასოზე უნდა ჩავწეროთ ”ვინსენტ ვან გოგი” და ”იან ბაპტისტ ვან ჰელმონტი” . პასუხი ასეთია: პირველი ვ-ზე (ვან გოგი), მეორე ჰ-ზე (ჰელმონტი). უფრო რთულადაა საქმე არაბულ და აღმოსავლურ სახელებთან დაკავშირებით. ეს საკითხები სხვადასხვა ვიკიპედიებში სხვადასხვაგვარად არის გადაწყვეტილი:


  • რუსულში - გადაწყვეტილია სრულად, ვინაიდან სათაურებში იყენებს მძიმეებს;
  • ესპერანტოში - გადაწყვეტილია ნაწილობრივ, მხოლოდ (ბ), სადაც გვარის კომპონენტი მთავრული ასოებითაა დაწერილი ამგვარად: Vincent VAN GOGH და Jan Baptist van HELMONT, მაგრამ ანბანზე არ ალაგებს.
  • ინგლისურში - საერთოდ გადაუწყვეტელია.


ჩემი მოსაზრებაა, ვისაც უკეთ აქვს მოგვარებული ეს პრობლემა, გამოვიყენოთ მისი გამოცდილება. თუ არსებობს სხვა ალტერნატივა, სიამოვნებით მივიღებ.


4. გაუქმებული სტატია.

თქვენ გადაიტანეთ ტექსტი შიდა ქართლის მხარე სხვა სათაურის ქვეშ. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ”შიდა ქართლის მხარე” არ არის იგივე, რაც შიდა ქართლი (ამ სტატიასაც ვამზადებ!). პირველი მათგანი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ტერმინია, მეორე - ისტორიულ-გეოგრაფიული და ტერიტორიულად ერთმანეთს არ ემთხვევა. ანალოგიურად გარდაბნის რაიონი ვერ იქნება სინონიმი გარდაბანისა. ამ უკანასკნელ ტერმინს კიდევ ორი მნიშვნელობა აქვს: თანამედროვე ქალაქის და ისტორიული მხარის. ვფიქრობ გაიზიარებთ ამ მოსაზრებას.


პატივისცემით, ავთანდილი

18.03.2005


სოფო მოგესალმები,


გმადლობთ ვრცელი პასუხისათვის. მე ამ სტატიის მოსამზადებლად თითქმის ერთი დღე დამჭირდა, რათა შემემოწმებინა და შემეჯერებინა ჩვენი მოსაზრებები. სჯობს ახლა ცოტა მეტი დრო დავკარგოთ განხილვაში, ვიდრე შემდეგ ბევრი რამ გაგვიხდეს თავიდან გასაკეთებელი და შესაცვლელი. ჩემს მიერ ამ დისკუსიის დაწყებას ერთადერთი მიზანი ჰქონდა – თავიდან აგვეცილებინა ის პრობლემები, რომლებიც სხვა ვიკიპედიებში შეიმჩნევა უნებური შეცდომებიდან თუ მათი ენობრივ–კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, თუ მისი გვერდის ავლა ტექნიკურად შესაძლებელია. მოკლედ ჩამოვაყალიბებ ჩემს წინადადებებს.


გვაქვს სათაურის ჩაწერის ორი ვერსია:


A. “აკაკი წერეთელი” და „გამალ აბდ ელ–ნასერი“
B. “წერეთელი, აკაკი” და „ნასერი, გამალ აბდ ელ–“


ვიკიპედიის წესებით ორივე დასაშვებია და არავითარ ტექნიკურ სირთულეებს არ ქმნის. ამათგან პირველი ვარიანტი უფრო ბუნებრივი ჩანს და ვაღიარებ, რომ ვიზუალურად უფრო მომწონს, შესაბამისად – მეორე ხელოვნურია (მძიმის გამო, რადგან მთავრული ასოების გამოყენების საშუალება არა გვაქვს), თუმცა ენციკლოპედიისათვის სავსებით ბუნებრივი ფორმაა.


გარდა იმისა, რომ სათაური სრულად უნდა ასახავდეს ტექსტის შინაარსს და ვიკიპედიის წესების დაცვით უნდა იყოს ფორმირებული, ჩემი აზრით, ბიოგრაფიული სტატიების შემთხვევაში ასევე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს (რიგითობას მნიშვნელობა არა აქვს, თუ არსებობს კიდევ სხვა პირობა შემახსენეთ და გავარჩიოთ):


  1. სტატიების სრული სიის ავტომატური გენერირებისას ისინი გვარების მიხედვით ანბანურ, ენციკლოპედიისათვის დამახასიათებელ, რიგზე დალაგდნენ (ანუ სელინჯერი ასო ს–ზე იყოს, რადგან თქვენი თქმისა არ იყოს, შეიძლება კაცმა არ იცოდეს, რომ მას ჯერომი ჰქვია).
  2. სათაურში მკაფიოდ იყოს გამოყოფილი გვარის კომპონენტი, რაც ერთის მხრივ ინფორმატიულია, განსაკუთრებით უცხო პირებთან მიმართებაში (ურიგო არ იქნება, თუ მკითხველს ეცოდინება, რომ „ტომას მაინ რიდში“ გვარი არის „რიდი“ და არა “მაინ რიდი“), და მეორე მხრივ უზრუნველყოფს ანბანურ რიგზე ტრადიციულ დალაგებას.
  3. სათაური გამოსადეგი იყოს ძებნისათვის.


ახლა მივუბრუნდეთ ვარიანტებს. ვარიანტი A ვერ აკმაყოფილებს ვერც პირველ და ვერც მეორე პირობას, B ვარიანტი - ორივეს. რაც შეეხება ძიებას:


სტატიის ძიებისას შესაბამის ფანჯარაში უნდა აიკრიფოს ზუსტი სათაური “წერეთელი, აკაკი” ან „ნასერი, გამალ აბდ ელ–“, გეთანხმებით რომ ეს მოუხერხებელია და სავარაუდოდ სტატიას ვერ მიაგნებთ. მაგრამ იგივე პრობლემა დგას უმძიმო ვარიანტის შემთხვევაშიც: “აკაკი წერეთელი” ან „გამალ აბდ ელ–ნასერი“. მე შეიძლება არ ვიცოდე, რომ თურმე სტატიას ჰქვია “აკაკი როსტომის–ძე წერეთელი” (ალბათ ასე უნდა იყოს სრული ოფიციალური ფორმა) ან „გამალ აბდელ ნასერი“ (რომელიც შეცდომით დაურქმევიათ). ეს მიუთითებს იმაზე, რომ ძებნის ეს მეთოდი არ ვარგა და მხოლოდ ერთსიტყვიანი სათაურებისათვის არის მიზანშეწონილი.


მე ვფიქრობ, ორივე ვარიანტისათვის პრობლემის სირთულე ერთიდაიგივეა, ორივე შემთხვევაში აუცილებელია გადამისამართების გაკეთება ძიებისთვის მარტივ სიტყვებზე: პირველ შემთხვევაში ეს იქნება „წერეთელი“, ალბათ ასევე „აკაკი“ (არ ვხუმრობ!), რაც სტატიაზე პირდაპირ მაინც ვერ გაგვიყვანს, მაგრამ გზას გვაჩვენებს, ხოლო მეორე შემთხვევაში – „ნასერი“ (პირდაპირ გახსნის სტატიას, თუ სხვა ნასერი არ გვექნება). როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოვძებნო სტატია ”საქართველოს ტერიტორიული მოწყობა”: გადამისამართებას ამას ვერ გაუკეთებ, ძიების ფანჯარაში მისი აკრეფა არ ივარგებს (სათაური რომც ვიცოდე), ალბათ უნდა ვეძებო შესაბამისი ბმული საქართველოსთან დაკავშირებულ გვერდებზე ან მივმართო ანბანურ საძიებელს.


ანბანური საძიებელი ძიების გაცილებით მეტ თავისუფლებას იძლევა, ვიდრე ზემოთ ხსენებული მეთოდი. რა თქმა გეცოდინებათ ასეთი გვერდის არსებობა: Allpages, რომლის ფორმირება ხდება ავტომატურად და სტატიები დალაგებულია ანბანზე. თუ ჩემს მიერ შემოთავაზებული ვარიანტით ვიმუშავებთ, მივიღებთ ქართული ვიკიპედიის სრულ ანბანურ საძიებელს, რომელიც ტრადიციული ენციკლოპედიის იდენტური იქნება. მისი დამატებითი ღირსება ისიცაა, რომ აქ ძებნა ხდება არა მხოლოდ სრული სათაურის მიხედვით, არამედ საწყისი 1, 2, 3, ... და ა.შ. სიმბოლოს აკრეფით. რაც მეტ საწყის სიმბოლოს აკრეფთ, მით უფრო ახლოს მიხვალთ საძიებელ სტატიასთან. ასე მაგალითად, ბმულს აკაკი წერეთლის შესაბამის სტატიაზე მიიღებთ, თუ ფანჯარაში აკრეფილია ”წ”, ”წერ” ან სრულად ”წერეთელი” და სიაში გამოვა ყველა წერეთელი (აკაკიც, გიორგიც, ზურაბიც ... ასეთი მიმდევრობით) და მისი შემდგომი სტატიები. მე მეტს ვერაფერს დავამატებთ, გასინჯეთ პრაქტიკულად.


თუ ჩემი ეს მსჯელობა სწორია, მაშინ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ B ვარიანტს (მიუხედავად იმისა, რომ მძიმის გამო ბოლომდე არ მომწონს), ვინაიდან გარდა მოჩვენებითი ბუნებრიობისა A ვარიანტს უპირატესობა არაფერში აქვს. ის ფაქტი, რომ რუსულის გარდა სხვა ვიკიპედიებში ეს თავისებურება გათვალისწინებული არა აქვთ, ეს მათი პრობლემაა და არა რუსების და ჩვენი. ალბათ დამეთანხმები, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ქართული ენციკლოპედია და არა ინგლისური ან იაპონური ენციკლოპედიის ქართული თარგმანი. მუშაობის პროცესში იმდენი საკუთარი პრობლემა გაგვიჩნდება, რომ არ ღირს სხვის მიერ უკვე შექმნილი პრობლემების ტირაჟირება.


ამასთან ერთად გთავაზობ ჩემს კომენტარებს თქვენს ზოგიერთ გამონათქვამთან დაკავშირებით.


>> რაც შეეხება მძიმის გამოყენებას, წარმომიდგენია, რომ "აკრძალული" არ არის, უბრალოდ ნათელია, რომ სხვა ვიკიპედიებში არსებობს კონსენსუსი მისი არგამოყენების შესახებ.


მე არ მესმის რას შეეხება ეს კონსენსუსი. თუ მძიმე რაიმე ტექნიკურ პრობლემას ქმნის, შეეტანათ ის დაუშვებელი სიმბოლოების სიაში და დამთავრდებოდა ყველაფერი. თუ თქვენ სადმე წაიკითხეთ რაში მდგომარეობს ეს კონსენსუსი, გთხოვთ გამაცნოთ შესაბამისი ტექსტი. როგორც ჩანს აქ უფრო ტრადიციასთან და გემოვნებასთან გვაქვს საქმე (ამერიკელებს ხომ გართულება აქვთ პუნქტუაციის ნიშნებზე).


>> უბრალოდ, მე პირადად ვერ ვხედავ მიზეზს საიმისოდ, რომ მაინცდამაინც რუსული ვარიანტის მაგალითს მივყვეთ და არა ყველა დანარჩენისას.


მე უკვე მოგახსენეთ, თუ რატომ ვამჯობინე რუსული ვარიანტი და აღარ გავიმეორებ.


>>როდესაც ეგვიპტელს ჰქვია გამალ აბდელ ნასერი, მაშინ რა უნდა ვქნათ? რომელია აქ გვარი და რომელი სახელი?


სოფო, ვიკიპედიაზე მუშაობას მე ძალიან სერიოზულად ვუდგები, ამისაკენ მოვუწოდებ ყველას. არავინ არ არის ვალდებული იცოდეს ყველა ხალხის პატრონიმული თავისებურებები, მაგრამ როდესაც რედაქტორი წერს ბიოგრაფიულ სტატიას, კეთილი უნდა ინებოს და ჩაიხედოს ენციკლოპედიებში, ცნობარებში, ან ბოლოსდაბოლოს, ჰკითხოს ვინმეს, რა ჰქვია იმ კაცს და რა გვარია, რომლის სტატიის დაწერასაც აპირებს. ჩემთვის ამ მხრივ ყველაზე ავტორიტეტულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ გამოცემული „უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“. თუ ვინმეს ხელთ არ აქვს ეს წიგნი, ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაში მომმართეთ, არ დაგზარდებით.


>>ამიტომ მიმაჩნია, რომ სტატიის სათაური უნდა იყოს პიროვნების სრული, ოფიციალური სახელი და გვარი.


სხვათა შორის ზემოხსენებული წყაროს თანახმად, ამ ეგვიპტელის ზუსტი სახელია „გამალ აბდ ელ–ნასერი“. აქვე მიჩნდება რამდენიმე შეკითხვა:

  • სათაურებში მამის სახელები ჩავწეროთ თუ არა, თუ მივყვეთ ახალ ქართულ ტრადიციას.
  • რუსული სახელების გადმოცემისას ვწეროთ „მიხაილ გორბაჩოვი“ თუ „მიხეილ გორბაჩოვი“.


მე ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი მოსაზრებების ვინმესთვის თავზე მოხვევას და დაგეთანხმებით, თუ დამაჯერებელი არგუმენტები გექნებათ. თუ თქვენ და ქართული ვიკიპედიის მონაწილენი არ გაიზიარებთ ჩემს წინადადებებს, მაშინ მოგვიწევს ზემოთხსენებული პრობლემების იგნორირება ან უკეთეს შემთხვევაში შემოვლითი გზებით გადაწყვეტა.


პატივისცემით,


ავთანდილი

21.03.2005


სოფო,

მადლობელი ვარ კონსტრუქციული მიდგომისათვის. კიდევ ერთჯერ ვიმეორებ, რომ არა მაქვს აკვიატებული რაიმე აზრები. საკითხებს მე უფრო რაციონალიზმის კუთხით ვუყურებ, ვარ მათემატიკოსი, მონაცემთა ბაზებზე მუშაობა ჩემი ყოველდღიური საქმიანობაა და ვიცი, რომ სათაური არის ის მთავარი ელემენტი, რომელიც ვიკიპედიაში ძიებისას გამოიყენება. მაგრამ თუ იქნება საწინაღმდეგო, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტი, გემოვნების გარდა, მზად ვარ გავიზიარო. ჩვენ მგონი შევთანხდით შემდეგ საკითხებზე:


  • გვარ-სახელები დავწეროთ ფორმატით: ”წერეთელი, აკაკი”;
  • მამის სახელები სათაურებში არ გამოვიყენოთ;
  • რუსული სახელები დავწეროთ ისევე როგორც ორიგინალშია, ე.ი. ვლადიმირ, მიხაილ, ნიკოლაი, ალექსანდრ და ა.შ.
  • სათაურების მიხედვით ძებნის გასაადვილებლად პრაქტიკულად ყველა გვარზე, ასევე გავრცელებულ სახელებზე გავაკეთოთ არაორაზროვნების გვერდი.
  • ანბანური ძიებისათვის გამოვიყენოთ Allpages-ის საშუალება. ამისათვის საჭირო იქნება მთავარ გვერდზე სადაც კატეგორიზაციის სხვა სქემებია, ჩასვათ ერთი ბმული ”ანბანური საძიებელი” და გაუკეთოთ გადამისამართება Allpages-ზე. ინგლისურ ვიკიპედიაში გამოტანილია Alphabetical Index, რომელიც ჯერ შუალედურ სარჩევზე გადადის.


სხვა საკითხები.


  1. მონარქების სახელებზე არ მაქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი. ”მე-17”-სა და ”XVII”-ს შორის პირველი უფრო ქართული მეჩვენება, მაგრამ ალბათ გაართულებს საქმეს, ვინაიდან ყველას არ ეცოდინება მართლწერის საკითხი, ვგულისხმობ ფორმებს: 1-ლი, მე-19, მაგრამ 21-ე. ამიტომ დავტოვოთ რომაული. უნიფიცირებაზე არ მახსოვს სად დავწერე, თუ ამ კონტექსტში იყო ნახსენები, მოხსნილია საკითხი.
  2. მთავარ გვერდზე ორ ადგილას წერია ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”, მაგრამ ერთგან სასვენი ნიშანი აქვს ზედმეტი და არ იხსნება. თუ არ შეწუხდები მოშალე.
  3. მე ჯერ ვერ მოვიცალე სურათების ჩაწერა/გადმოწერის საკითხში გასარკვევად. ტექსტში ჩასმა ადვილია, თუ ის საერთო ბაზაშია ან ქართულში, სხვა შემთხვევაში სჭირდება გადმოტვირთვა. ინგლისურ და ესტონურ ბაზებში ვნახე საქართველოს მხარეების რუკები ასეთი ტიპის სათაურებით Georgia_Guria_map.png. თუ ეს დიდ დროს არ მოითხოვს, იქნებ დამეხმარო და გადმოწერო.


პატივისცემით,

ავთანდილი

22.03.2005



გამარჯობა,


პირველ რიგში ერთი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ. მე ისევ ვფიქრობდი სათაურების შესახებ და მინდოდა რაიმე ლიგიკა დამენახა სხვა ვიკიპედიებში მათი ფორმირების წესში. როგორც ვეჭვობდი აქ კულტურულ-ლინგვისტური თავისებურებებია მიზეზი.


საქმე იმაში უნდა იყოს, რომ ინგლისურში, ფრანგულში და უმრავლეს ევროპულ ენებში, ისევე როგორც ბევრ აზიურ ენაში, სახელები და კერძოდ, საკუთარი სახელები არ იბრუნება ანუ დაბოლოებას არ იცვლის. ტექსტში რა თქმა უნდა ბუნებრივი იქნება თუ ინგლისელი დაწერს George Bush-ს, იგი დაბოლოებას არასდროს შეიცვლის, ამიტომ როდესაც მასზე ბმულის გაკეთება უნდათ ძალიან მარტივად ორივე მხრიდან ჩასვამენ [[ და ]] ფრჩხილებში და დამთავრდა. ამის გაკეთებას ასე ვერ შესძლებდნენ, სტატიას რომ რქმეოდა Bush George (მძიმით ან მის გარეშე). ამგვარად ბმულის კეთების ასეთმა სიმარტივემ გადაწონა ენციკლოპედიის ტრადიციული მეთოდი (შეიძლება სწორად მოიქცნენ, მე ვერ განვსჯი).


ჩვენს შემთხვევაში რთულადაა საქმე, გვაქვს 7 ბრუნვა და ტექსტში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ფორმა: აკაკი წერეთელი, აკაკი წერეთელმა, აკაკი წერეთლის და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ სახელობითი ბრუნვა უფრო ხშირია, მისი სიხშირე ალბათ არ გადააჭარბებს 25-30%-ს, დანარჩენ შემთხვევებში კი ბმულის გასაკეთებლად მაინც გვიწევს რთული კონსტრუქციის გამოყენება [[აკაკი წერეთელი | აკაკი წერეთელმა]]. ასე რომ 30%-იანი შეღავათის გამო ნამდვილად არ ღირს ტრადიციულ მეთოდზე უარის თქმა, ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორია. იგივე შეიძლება ითქვას რუსულ ენაზე, სადაც სახელები ასევე იბრუნება, მაგრამ არ მესმის სხვა სლავების, პოლონელების, ჩეხების და ა.შ, პოზიციის მოტივაცია, თუმცა ნაკლებ მაინტერესებს.


მეორე. რუსული სახელების გადმოცემა. მეც ვფიქრობდი და თქვენც დაადასტურეთ, რომ ეს ცალსახად გადასაწყვეტი არ არის - მაგალითად, ცანგალას განსხვავებული აზრი აქვს. ლოგიკა მოითხოვს, რომ თუ მიშელი ქართულშიც მიშელია, მაიკლი - მაიკლი, ასევე მიხაილი იყოს მიხაილი. მაგრამ რუსებთან ხანგრძლივმა კულტურულმა ურთიერთობებმა ჩამოაყალიბა ტრადიცია და ჩვენ ვიცნობთ მიხეილ ლომონოსოვს და მიხეილ ლერმონტოვს, მაგრამ ტენდენცია ისეთია, რომ ეს ტრადიცია ალბათ არ გაგრძელდება (არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი). თანამედროვე მოღვაწეებს უკვე სხვაგვარად იხსენიებენ ოფიციალური თუ არაოფიციალური არხები: არავინ ამბობს დღეს მიხეილ ლეონტიევი ან ნიკოლოზ კისელიოვი, უფრო ხშირად ისმის ვლადიმირ პუტინი. ამიტომ ვფიქრობ, სათაურებში უპირატესობა მივანიჭოთ მიხაილ-ნიკოლაი-გეორგი ფორმებს, ხოლო სადაც უკვე ხანგრძლივ ტრადიციასთან გვაქვს საქმე, გამოვიყენოთ პარალელური მიხეილ-ნიკოლოზ-გიორგი ფორმები და გადავამისამართოთ.


მესამე. მონარქებთან დაკავშირებით განმარტებებში ცვლილებებს დღესვე შევიტან. რუკები იქვე იქნება, სადაც გურია ნახეთ, ფაილის სახელები ჩემთვის ცნობილია, სიტყვა Guria-ს ნაცვლად წერია Imereti, Shida Kartli და სხვა. არა უჭირს გავერკვევი, როდისმე მაინც მომიწევს.


მეოთხე. ადმინისტრატორის საკითხი. რა თქმა უნდა ასეთ რთულ და გრძელვადიან პროექტს ერთი და ორი ადმინისტრატორი ვერ გასწვდება, დროის ფაქტორი ყველას პრობლემაა, მაგრამ ვაცნობიერებთ რა ვიკიპედიის მნიშვნელობას, იმიტომ ვართ ჩვენ აქ. მე მიმაჩნია, რომ უკვე ამ ეტაპზე სამი-ოთხი აქტიური ადმინისტრატორია საჭირო, რომლებიც თავისი კვალიფიკაციის შესაბამისად გადაინაწილებენ საქმეს. ჩემი ადმინისტრატორობა ნამდვილად არ გააფუჭებს საქმეს, მაგრამ ტექნიკურ საკითხებში კვალიფიკაცია მაკლია და სხვისი დახმარების გარეშე მეც გამიჭირდება. შინაარსობრივ მხარეზე ნამდვილად შემიძლია კოორდინირების ფუნქციის განხორციელება. ამიტომ ჩემი თხოვნაა, შეძლებისდაგვარად გააგრძელეთ აქტიური მუშაობა.


და ბოლოს, მცირე ისტორია. 2002-2003 წლებში მე ვთანამშრომლობდი ესპერანტოს ვიკიპედიაში და მიმყავდა რამდენიმე სექცია: მათემატიკა, ლინგვისტიკა, გეოგრაფია, საქართველო. დაწერილი მაქვს რამდენიმე ასეული სტატია, რომლებსაც ბუნებრივია ვადგენდი ქართულად და შემდეგ ვთარგმნიდი (ამ სტატიების გადამუშავებას ვახდენ დღეს). მაშინ სულ ათიოდე ვიკიპედია არსებობდა და გამიჩნდა ბუნებრივი სურვილი, რომ ყოფილიყო ქართულიც. მე ვთხოვე ორ პიროვნებას (Chuck Smith, Brion Vibber), რომლებმაც 2003 წლის 28 თუ 29 ნოემბერს შექმნეს დომენი ka.wikipedia.org და ჩატვირთეს ძირითადი ფაილები. სამწუხაროდ, ეს იყო და ეს, მეტი ვერაფერი გავაკეთე, ვინაიდან ვერ მოგვარე ელემენტარული რამ - ქართული შრიფტის პრობლემა, რაშიც ვერც ზემოხსენებული პირები დამეხმარნენ და ვერც ჩემს გარშემო მყოფი ხალხი. რამდენიმე თვის განმავლობაში ვიკიპედიისთვის აღარ მეცალა, ამასობაში კი გამოჩნდა ღვთისნიერი ხალხი თქვენი სახით, რომელმაც ამ საქმეს თავი მოაბა, დიდი მადლობა ამისათვის. ამჟამად ის ძველი პრობლემა თითქმის მოგვარებული მაქვს, საშინაო კომპუტერზე სრულად, სამსახურის კომპიუტერზე - ნაწილობრივ (რედაქტირების რეჟიმში ქართულ ტექსტს ვერ ვხედავ!). როგორც ჩანს პრობლემა გამოწვეულია ბრაუზერის ხარისხით, თუმცა დარწმუნებული არა ვარ (ესეც ჩემი ტექნიკური ხარვეზია).


პატივისცემით,


ავთანდილი

23.03.2005


სოფო მოგესალმები,


პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ ადმინისტრატორად ჩემი წარდგენის გამო. ალბათ ბევრი რამის სწავლა დამჭირდება ამ ფუნქციის სრულფასოვნად განხორციელებისათვის.


ასევე ბოდიში უნდა მოგიხადოთ პასუხის დაგვიანებისთვის. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში სერიოზული პრობლემები შემექმნა ჯანმრთელობის მხრივ და პრაქტიკულად ვერ ვმუშაობდი. მხოლოდ რამოდენიმე დღეა რაც ისევ დავიწყე მუშაობა.


მე რა თქმა უნდა წავიკითხე თქვენი წინა წერილი და თქვენი რჩევებითაც ვისარგებლე (სურათების გადმოწერასთან დაკავშირებით). მე უფრო რთული პროცედურა მეგონა, ვინაიდან სადღაც წავიკითხე, რომ რაღაც ფორმულარები უნდა შევსებულიყო და ა.შ.


რაც შეეხება თქვენს ბოლო წერილში დასმულ შეკითხვებს, გიპასუხებთ, რომ ვიკიპედიაში ასეთი შინაარსის სტატიების ადგილი ნამდვილად არ არის. ეს სტატიები რომ შეეხებოდეს მითების პერსონაჟებს, მაშინ გასაგები იქნებოდა. ორი გზა არსებობს: ან მთლიანად წაიშალოს სტატიები, ან სათაურები დარჩეს, რადგან ოჩოკოჩზე, ტყაშმაფაზე და მისთანა პერსონაჟებზე ერთ–ორ აბზაციანი ინფორმაცია (და არა თვით მითები!) ალბათ უნდა გვქონდეს. იგივე შეიძლება ითქვას ამირანიანზეც. მე შევეცდები უახლოეს დღეებში მოვიძიე შესაბამისი ინფორმაცია და ჩავსვა თავის გვერდებზე.


“ახალი გვერდის შექმნის” თაობაზე იოლი გზის თაობაზე (რომელიც მართლა მოხერეხებულია), მე რატომღაც მახსოვდა რომ ჩავამატე. არა უშავს, ახლა ჩავამატებ, მაგ ბლოკში ერთი–ორი დამხმარე გვერდი კიდევ მაქვს მომზადებული და მაგისთვისაც მოვიცლი.


პატივისცემით,

ავთანდილი

15.04.2005

This article, მესეფები, needs to be wikified, i.e., needs to be put some links into. Malafaya 12:24, 26 აპრ 2005 (UTC)

მომხმარებელი:Trulala

[წყაროს რედაქტირება]

Can you please check what has user Trulala done in his page? Looks like spam/self-promotion... --Malafaya 22:55, 3 მაი 2005 (UTC)

Hi, Sopho. Please check here about Zangala's proposal for adminship.

Thanks, Malafaya 13:53, 28 სექტემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]


საავტორო უფლებები სურათებზე

[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა სოფო

1. სურათებს ძირითადად გუგლში ვპოულობ. იქნებ მითხრა როგორ გავიგო ვინაა ავტორი ან როგორ მივაწერო ეს ნაპოვნ ფოტოებს. 2. მეოროე მსოფლიო ომის დროინდელი სურათები უკვე 60 წელზე მეტი ხნისაა და ნუთუ მათზე კიდევ ვრცელდება საავტორ უფლებები ?

პატივისცემით გიორგი

amaze zangalastan mqonda ukve saubari...

გამარჯობა ცანგალა

1. რუსები წერენ არა ГЕРИНГ-ს არამედ ГЁРИНГ-ს. ხოლო Ё არის იო. ე. ი. გიორინგი. ახლა შენ თვითონ განსაჯე რომელია რუსულის გავლენა?

არ წერენ ეგრე... არამედ წერენ "გერინგს". იხილია რუსული ვიკიპედია - "Герман Вильгельм Геринг (нем. Hermann Wilhelm Göring) (рейхсмаршал, главнокомандующий военно-воздушными силами Германии)"

2. რაც შეეხება "ö" უმლაუტს გერმანულში იგი გამოითქმის არა როგორც "ოე" არამედ როგორც "ჲო" ანუ "იო" ცოტა რბილი აქცენტით. თუ რატომ ტრანსფორმირდება "ö" არაგერმანულ ენებში, ანო ენებში რომლებსაც ეს ასო არ აქვთ, "oe" ამაზე მისი წარმოშობა მეტყველებს. ö-შ არქაული ვარიანტია "œ" და რაკი ხშირად ხელნაწერით გადაწერის დროს "e"-ს "o"-თავზე წერდნენ დროთა განმავლობაში იგი ორწერტილად გადაიქცა და მივიღეთ "ö".

თანამედროვე გერმანულში მიღებულია უმლაუტების ä,ö,ü -ს შეცვალ ae, oe, ue-თი. ასეთი ფორმით იხმარება უმლაუტები ინტერნეტ დომენების სახელებში... ან თუნდაც როცა გვარები ან სახელები სხვა ენაზე გადაყავთ. მაგ. ფირმა "ვიურთი" - Adolf Würth GmbH & Co. KG-დ ინეტრენეტ-საიტია www.wuerth.de. იგივიეა ფირმა "შრიოდერის" - Schröder IT & TK Consultants -ის შემთხვევაში, ანუ www.schoeder.de.

პატივისცემით გიორგი მარუაშვილი


მოსიძე, გიორგი

[წყაროს რედაქტირება]

სოფო

მოსიძე, გიორგის ეკუთვნის ენციკლოპდია?

პატივისცემით

Zangala 20:12, 8 ოქტომბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

== მხოლოდ ინფორმაციისთვის ვაჟა-ფშაველაზე სტატია არის.

პატივისცემით

Zangala 20:33, 8 ოქტომბერი 2005 (UTC)[უპასუხე]


==

გერმანული?

Zangala 20:56, 8 ოქტომბერი 2005 (UTC)[უპასუხე]


Sophos gau! tkhovna maqvs shentan:main page-ze wikis seqciebshi sadac aris chamotvlili sazogadoebrivi mecnierebebi aklia "samkhedro mecniereba". imedi maqvs, rom shentvis damakhasiatebeli operatiulobit imoqmedeb. cinascar gikhdi madlobas. 10 oct 2005 GMT 4:25


სოფო,

ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ვეცდები უფრო მეტი ვისწავლო ქართული ვიკიპედიისათვის, სადაც თქვენი დახმარების იმედი მაქვს.

რაც შეეხება ბაჩანას მხოლოდ ბაჩანა არის, აგრეთვე არსებობს რაზიკაშვილი, ნიკო, რომელიც გადადის ბაჩანა-ზე.

პატივისცემით

Zangala 09:03, 9 ოქტომბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

მთავარი გვერდი

[წყაროს რედაქტირება]

სოფო: თუ შეიძლება მთავარ გვერდზე ენციკლოპედიის სექციებში ხელოვნების ქვეშ "ვიზუალური ხელოვნება და დიზაინი" გაყავით ორ ცალკე ბმულად "სახვითი ხელოვნება" და "დიზაინი" და მათთვის შესაბამისად ცალკე სტატიებს დავწერდი. იქვე, მხატვრობა და სკულპტურაც სახვითი ხელოვნების ნაწილია. ასევე, თუ შეიძლება მარჯვენა კოლონა "ენციკლოპედია" ოდნავ დაავიწროვეთ და ფიქსირება მოუხსენით მის ქვემოთ მდებარე "ვიკიპედიის სიახლენი" კოლონის მსგავსად. ბრაუზერის ფანჯრის ზომის შემცირება-გაზრდით ეს კოლონა ("ენციკლოპედია") არ იცვლება და მთავარი/რჩეული სტატიისთვის (და შუა კოლონისთვის) ადგილი თითქმის არ რჩება. - Alsandro 67.142.130.30 20:17, 22 იანვარი 2006 (UTC)[უპასუხე]

Hi ! I was looking for georgian sound files in Commons and I've found yours. I've downloaded it, but I don't understand what it means. Could you tell me what the file says? Thanks. -- [ოზტრელი] | (ჩილე !) 22:19, 9 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]

I have a major issue with the current single active admin in Georgian wiki (having only one active admin is an unfortunate fact itself). single-handed decisions are becoming increasingly unethical and unbearable. Please have a lood at today's editing history. For example, she's been annoying me with this ridiculously petty issue: she keeps deleting the redirect page of an article title's alternate spelling, which for a few valid reasons I think should exist to help users in searching the article. Generally this is a much debated issue and the only reference source in such matters is not of much help (georgian orthographic dictionary is terribly outdated). we've commonly agreed to keep the "right" version as a title, but mu strong opinion is that alternative versions should co-exist in redirect pages.

Now, this is only one case of disagreement, what's annoying is that this admin keeps deleting the pages without first raising the issue on the discussions page. I have a problem accepting such attitude. I have been active in georgian wiki since Sept.'05, my contributions are listed on my page and with the amount of work I've done here I don't think I deserve being single-handedly ignored.

Now this trend is becoming persistent, and I believe she needs to be given a warning. Just a fact that someone has time for it does not mean that she's suitable to be an omnipotent admin. I hope that I won't need to take this issue further, I'd really like to co-work peacefully and constructively, but we need an intervention. Will appreciate your attention to this matter. best. Alsandro 67.142.130.41 19:17, 1 მაისი 2006 (UTC) (pardon, can't login from home pc).[უპასუხე]

სოფო: დიდი მადლობა პასუხისთვის. ჩემი პრობლემა ის არ არის, თუ რომელ ვარიანტს დავტოვებთ და რომელს არა. მე პრობლემა მაქვს ადმინისტრატორის მიდგომასთან (attitude), რომლითაც ეს კეთდება. თუ სტატია ან გადამისამართება წასაშლელია, ამის თაობაზე განხილვის გვერდი არსებობს და უბრალო კოლეგიალობაა, რომ ადმინისტრატორმა, რომელიც ამ საკითხის სპეციალისტი არა მგონია იყოს, ეს საკითხი ჯერ იქ დააყენოს (ამ თემაზე გიორგისაც ჰქონია საკმაო მწვავე დებატები, მაგ. იხ. სტატია ჟან დ’არკი, თუ შენც თვლი რომ ამ პიროვნებაზე სტატია ამ სათაურითაც უნდა იყოს, მაშინ საერთოდ დავანებებ თავს კამათს). საუბარი აშკარად დამახინჯებულ ფორმებზე არ არის, მაგრამ არის ფორმები, რომლებიც არც ისე ერთმნიშვნელოვანია. კოპირაიტის პირობები საკმაოდ კარგად ვიცი და ჩასწორებებზე წინააღმდეგობა არ გამომითქვამს. ლინკის ზედიზეც წაშლა ნიშნის მომგები კომენტარით ერთმნიშვნელოვნად თავხედობაა. (მაგ. ჯეიმზი ბრიტანული ფორმაა, და არა ამერიკული, ამიტომ გადამისამართება ერთიდან მეორეზე მაინც საჭიროა, ჯეკსონ პოლოკში - ჯეკსონი სახელია და არა გვარი და ამაზე გამონაკლისი შეიძლება დაიშვას). ეს საკმაოდ რთული თემაა და კიდევ დიდი ხანი დებატების საგანი იქნება. ჩემი ისტორია ვიკიპედიაში ჩემს გვერდზე ბმულების სახით შეტანილი მაქვს და იმედია თვალსაჩინოა რა სახის წვლილი შემაქვს. ცანგალას არაკოლეგიალობამ ამ ბოლო დროს კულმინაციას მიაღწია და ეჭვგარეშეა, რომ ზედმეტი მოგვივიდა (რითაც არ ვამაყობ). ჩემი პოზიცია ცალსახაა: იმ პირობებში, როცა ორად-ორი რეგულარული მოდერატორია ვიკიპედიაში (პირველ მაისამდე) ამგვარ თავხედობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. გაფრთხილება ყველას სჭირდება (და არა მარტო მე, ამ შემთხვევაში), თუ მიუკერძოებლად მიუდგებით ამ საკითხს. იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი ამგვარი ქცევით, რომ საერთოდ დავკარგე სურვილი რაიმე წვლილი შევიტანო.
კიდევ ერთი თემა. პლაგიარიზმზე რაიმე პოლიტიკა თუ არსებობს და თუ შეგიძლია ბმული მომწერო? რამდენიმე ადგილას შევნიშნე და ეჭვი მაქვს: რაიმე ენციკლოპედიიდან (მაგ. დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან) სიტყვასიტყვით სტატიის გადაწერა საავტორო უფლებებს არღვევს? გმადლობ. ალეკო Alsandro 16:49, 4 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ, სოფო, ეს გაცილებით გაგვიადვილებს მუშაობას; ყოველი შემთხვევისთვის, საორჭოფო საკითხებზე ერპიროვნული გადაწყვეტილებების გამო კონფლიქტი იმედია აღარ წარმოიქმნება. კარგი იქნებოდა, თუ ამ პოზიციას ცანგალასაც გააცნობდი (ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რაც კი მასთან მქონია, სხვანაირად საკმაოდ შეწყობილად ვმუშაობდით). / კიდევ ერთი: თარგი:copyvio გვჭირდება და ერთმნიშვნელოვანი აზრი იმაზე, თუ წიგნებიდან გადმოწერილი სტატიები საავტორო უფლებებს არღვევს. ალბათ ამაზე განცხადება ყავახანაშიც უნდა გეკეთდეს. კიდევ ერთხელ გმადლობ და კარგად. ა. Alsandro 15:09, 5 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ახალი თავფურცელი

[წყაროს რედაქტირება]

სოფო: გთხოვ გადახედო გვერდს: ვიკიპედია:ახალი თავფურცელი და ასევე განხილვას ყავახანაში ამ თემაზე ვიკიპედია:ყავახანა. თარგი {{განცხადება}} შევქმენი ყავახანაში და ძირითად მომხმარებელთათვის საყურადღებო განცხადებების ავტომატურად ჩასაწერად, თუმცა მგონი თარგი {{ვიკიკადრი}} ამ შემთხვევაში ოპტიმალური არ არის - სექციებს შლის გვერდზე, რა კოდი უნდა ჩავამატო ჯერ ვერ მივაგენი. თუ მოიცლი შეგვეხმიანე. Alsandro 16:24, 26 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ეს პრობლემა უკვე გადაჭრილია, ასე რომ ნუღარ დაკარგავ დროს, თუმცა კარგი იქნება თუ მოახერხებ ვიკიპედია:მთავარი გვერდის ვარიანტები დათვალიერებას. კენჭისყრა კუსტარულად დავიწყეთ. თუ სხვა უფრო ავტომატური ხერხი არსებობს და ინფორმაციაზე ბმულს მომწერ, შევეცდები გავაქართულო, თარგების გადმოქართულების საკმაო გამოცდილება უკვე დამიგროვდა :). გმადლობ. Alsandro 15:32, 4 ივლისი 2006 (UTC)[უპასუხე]


სოფო, გაგიმარჯოს, გმადლობ გამოხმაურებისთვის. კენჭისყრის გვერდი უკვე გავაკეთე - ვიკიპედია:კენჭისყრა - ყველა განხილვის გვერდი სადაც რაიმე კენჭისყრის მაგვარია ამ გვერდზე ბმულის და მცირე რეზიუმეს სახით მოთავსდება, მე და ცანგალამ ასე მოვითათბირეთ, კარგი იქნება შენს აზრსაც თუ გვეტყვი. მთავარ გვერდზე ახალი სტატიები ბმულის სახით დარჩა, თუმცა სიის სახით შევიტანეთ თემატურ პორტალებში (აქ უფრო მეტი ადგილია თავისუფალი) და მგონი დობოც დაგვეთანხმა. იმედია ხშირად შემოგვეხმიანები. - ალ-ო () 23:37, 1 აგვისტო 2006 (UTC)[უპასუხე]

მოგესალმებით სოფო. გთხოვთ ყავახანაში დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია შეხვედრის შესახებ, იმედია თბილისში იმყოფებით. გმადლობთ! --GioMac 07:32, 15 იანვარი 2007 (UTC)

პრეზენტაციის ადგილი ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, ეს შეხვედრები ზუსტად ამ ყველაფრის ორგანიზებისთვის არის და თავოსთავად კიდევ ხალხის დაახლოებისთვის :)

Hi. I've seen you added a vote opposing the proposal for closing the Volapük Wikipedia. Would you mind also adding your motive/reason for opposing the proposal? It makes your vote more meaningful. Thanks! Smeira 04:33, 25 Oct 2007

გამარჯობა Sopho, არ ვიცი როგორ დავწერო. ალბათ ადრეა მადლობის თქმა, რადგან ჯერ ადმინისტრატორი ხარ. მაგრამ გამოვდივარ იქიდან, რომ შენი გადაწყვეტილება მყარია - დღეს გეუბნები მადლობას შენი გაწეული ღვაწლისთვის ქართულ ვიკიპედიაში. შენ ხარ ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართული ვიკიპედიისა, რისთვისაც დიდ მადლობას გეუბნები. მე კი ის დამრჩენია გისურვო ბედნიერება პირად ცხოვრებაში და იმედს ვიტოვებ, რომ როგორც მომხმარებელი შემოგვეხმიანები ქართულ ვიკიპედიაში. პატივისცემით --ცანგალა () 23:05, 2 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Request for removal of sysop access

[წყაროს რედაქტირება]

Please, I would like my sysop status to be removed in the Georgian Wikipedia. Thank you, Sopho 23:53, 4 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

Sopho's announcement at local Beer Parlour here. Malafaya 10:34, 5 დეკემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]