მომხმარებლის განხილვა:Patriotil

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

--ანტონიო 22:06, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, შენს მიერ შემოტანილ სტატიას სცინტილატორი დავუმატე საერთაშორისო ბმულები. გადახედე მათ და ასევე სტატიაში გააკეთე ბმულები ვიკიპედია:ტექსტის რედაქტირება (მარტივი). გადახედე ვიკიპედიის წესებს.--ცანგალა () 23:27, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ბმულებს ნუ შლი. --ცანგალა () 23:29, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
საერთაშორისო ბმულებს ნუ შლი - ეს ვიკიპედიის წესია.--ცანგალა () 23:35, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ნუ შლი საერთაშორისო ბმულებს!!!!! - ეს უკვე ვანდალიზმია.--ცანგალა () 23:38, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგია - დატოვე. --ცანგალა () 23:39, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]
შეგიძლია მუშაობა გააგრძელო. ცხრილთან ერთად ვიკიპედია:ტექსტის რედაქტირება (მარტივი) - ამასაც გადახედე და ბმულები ისწავლე. ნელ-ნელა, მაგრამ უნდა ისწავლო.--ცანგალა () 23:46, 14 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, გადახედე ვიკიპედია:ტექსტის რედაქტირება (მარტივი) ასევე უნდა გააკეთო შიდა ბმულები, ამის გასაკეთებლად ჩასვი შენი სიტყვა (სახ.ბრუნვაში) [[ ]] ამ სიმბოლოებს შორის. წარმატებები.--გიორგი , 13:25, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, ლამბდა სენსორი - დავამატე საერთაშორისო ბმულები. იმედია რომ შესაბამისია. ერთი რამ იცოდე მინდა, რომ ვიკიპედიაში მუშაობა აითვისო. ხელს ნამდვილად არ გიშლი. სურათები შეგიძლია ინგლ. ვიკიდან შემოიტანო სტატიაში. აუცილებლად გააკეთე ბმულები. თუ რამეს ვერ გებულობ ხმა ამოიღე, ნუ ხარ ჩუმად. --ცანგალა () 14:05, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგია, ხმა ამოიღე. სად უნდა მიმართო მომხმარებელს? მე როგორ გწერ? შენს განხილვის გვერდზე ასევეა აქვს ყველა მომხმარებელს როგორც პირადი გვერდი ასევე განხილვის გვერდი. პასუხებს ვწერთ იქვე და ხელს ვაწერთ. ხელმოწერა როგორ გავაკეთოთ? - ამ სურათს დააწკაპუნე და ავტომატურად შენი ხელმოწერაა. კითხვები შეგიძლია აგრეთვე ყავახანაში ჩაწერო. არსებობს აგრეთვე სტატიის შესახებ განხილვები, რომლებიც სტატიის განხილვის გვერდზე მიმდინარეობს. --ცანგალა () 14:15, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. სურათის შემოტანა აითვისე (როგორც მივხვდი გერმ. ვიკიდან შემოიტანე). ახლა ბმულები უნდა გააკეთო აუცილებლად. ზოგი ბმული გაწითლდება ზოგი გალურჯდება. თუ წითელი იქნება ე. ი. სტატია არ არსებობს, თუ ლურჯი ე. ი. სტატია არსებობს. ბმული უნდა იყოს აუცილებლად სახელობით ბრუნვაში. გადახედე ბმულების პრინციპებს სხვა სტატიაში. ოღონდ რედაქტირებაში შედი და ისე. --ცანგალა () 15:06, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

სახელობითი ბრუნვა - იმედია ეს გესმის. იონებისათვის - შენ ამას გაუკეთე ბმული. ეს სახელობითი ბრუნვა არ არის. ამ შემთხვევაში წინ წერ სახ. ბრ. [[ იონები|იონებისათვის]]. რატომ სახელობითი ბრუნვა? სტატიების სათაურები ყველა სახელობით ბრუნვაში და წესით ასეთი ბმულებიდან უნდა გაკეთდეს სტატიები. შეასწორე სტატიაში. ამით მე მივხვდები რომ შენ გაიგე.--ცანგალა () 15:31, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

პირველ სტატიასაც მიხედე. რომ გამიბრაზდი და მიატოვე. ვიღიმი --ცანგალა () 15:58, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

კი აუცილებლად მივხედავ ყველაფერს. შეიძლება დღეს ბოლომდე ვერ მივხედო, მარა შევეცდები. თუ კიდე რამ მოგხვდება თვალში შემატყობინე. მადლობა

სტატიის სათაურის გამო განხილვის გვერდზე დავწერე. განხილვა:ლამბდა სენსორი - რატომ დავწერე აქ? რომ სხვა მომხმრებლებაც მიიღოს მონაწილეობა. შენ შენი აზრი შეგიძლია დააფიქსირო. ხელმოწერა ნუ გავიწყდება. ხომ მოგწერე. ესეც ვიკიპედიის წესია. ხელმოწერა განხილვის გვერდებზე, მიწერ-მოწერაში ე. ი. სტატიების გარდა ყველაგან არის საჭირო ხელმოწერა. არ დაგავიწყდეს.--ცანგალა () 16:28, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გავითვალისწინებ აუცილებლად, მადლობა. --Patriotil 16:31, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ბმულების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ინფორმაციისთვის: თუ ერთ ხაზზე ან აბზაცში რამდენიმეჯერ გიწერია (მაგ. სენსორი) ერთი და იგივე სიტყვა, არ არის საჭირო ყველას გაუკეთო ბმული. ამ შემთხვევაში ერთხელ საკმარისია.--ცანგალა () 17:22, 15 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გამა-გამოსხივება[წყაროს რედაქტირება]

გამა-გამოსხივებაში სტატიაში დასაწყისში ტექსტი დავამატე. გთხოვ გადახედო. საერთაშორისო ბმულებიც დავამატე.--ცანგალა () 22:15, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

კარგი ქენი რომ დაამატე, ეგ სტატია ვნახე მე მაგრამ ზალიან ზედაპირული იყო და დავანებ თავი, თუმცა იყოს არაუშავს ჯერ ჯერობით --Patriotil 22:32, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

ru:Фотоэффект არ ვიცი რომელ ენას ფლობ შეგიძლია გადახვიდე სხვა ენებზეც. ამით იმის თქმა მსურს ფოტოეფექტზე ცალკე სტატია შექმენი.--ცანგალა () 22:56, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

რადგან ზემოთ ჩამოვთვალე 3 ეფექტი ვიფიქრე აქვე განვიხილავდი მეთქი, რადგანაც მარტო ფოტოეფექტზე მომიწევს ფორმულებით გაბერვა სტატიის, აქ კი იხილება გამა ნაწილაკის 3 თვისება მატერიასთან ურთიერთქმედებისას, ანუ თემატურად მე ვფიქრობ კარგად ჯდება. რას ფიქრობ? --Patriotil 23:01, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ბმულებს იმიტომ ვუმატებ სასწრაფოდ, რომ შენ საშუალება გქონდეს ჩაიხედო სხვა ენებზე. ვიკიპედია - ეს ენციკლოპედიაა. ალათ აჯობებს ცალ-ცალკე იყოს თემები. მე ყოველთვის ვიხედები ინგლ. გერმ. და რუს. ვიკიპედიებში. ჯობია მივყვეთ მათ. და კიდევ სტატიებში <br- ნუიყენებ.-ცანგალა () 23:13, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

კომპტონის ეფექტი - ეს სტატია სასწრაფოდ დავიწყე და საერთაშორისო ბმულებიც ჩავსვი. შეგიძლია სტატია გააგრძელო. --ცანგალა () 23:15, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

იქნებ მითხრა ალტერნატივა <ბრ/> -სი, ხან და ხან ძაან მჭირდება დიდი ადგილის გამოტოვება. დიდი ნახატებს ვდებ და... ვიკიში მეც ვიხედები. არ მინდა რომ გადმოვთარგმნო სხვა ენებიდან , შედარების ამბავში რა თქმა უნდა ვადარებ. მაგრამ ინტერპრეტაცია შეიძლება სხვანაირად იყოს სხვადასხვა ენებზე, ამიტომ ვცდილობ მშრალად და აუცილებელი დავწერო (რაც მე მიმაჩნია)--Patriotil 23:34, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

როგორც ამ განხილვის გვერდზე <br- ხომ არ იყენებ - არ ვიცი ქართულად რა ჰქვია enter (2-ჯერ). თარგმანი სხვა ვიკიპედიებიდან არ მიფიქრია, მაგრამ სტატიები რომ დაყოფილია ამას შეიძლება მივბაძოთ. თითოეული სტატია უფრო გამდიდრდება. შენ კიდევ გსურს სამი სტატია ერთ სტატიაში. ვიღიმი იცი რასაც შენ ან მე ქართულ სტატიაში ინფორმაციას დავაკლებთ მომხმარებელს შეუძლია სხვა ენებიდან მიიღოს და ინფორმაციაც შეევსება. ამიტომ არის კარგი ცალკე სტატია თავისი საერთაშორისო ბმულებით.--ცანგალა () 23:45, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები აბსოლიტურად. უბრალოდ დრო დამჭირდა სანამ სტრუქტურაში გავერკვიე. მოკლედ იმ სამივე ტვისებას ცალკე სტატიებად ვიყავ --Patriotil 23:49, 16 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

მთავარია სტრუქტურაში გაერკვე, ხოლო დანარჩენი ყველაფერი იქნება. ფოტოეფეტთან ერთად საერთაშიროსი ბმულებიც რომ წაიყოლიე თუ იცი ? ვაპაჭუნებ მე უკვე გავასწორე. და კიდევ უნდა ისწავლო თარგებიც. რუს. Шаблон, გერმან. Forlage ინგლ. Template - ესენი აუცილებლად დაგჭირდება. თარგები სტატიაში იწერება {{}} ფრჩხილებში. აბა ხვალამდე. ჩაო.--ცანგალა () 00:05, 17 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაიხარე. მადლობა რომ შეასწორე --Patriotil 00:29, 17 მარტი 2009 (UTC)[უპასუხე]