მომხმარებლის განხილვა:Nikokatamadze

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატივი ეცი სხვის შრომას
ვიკიპედია დიდ ყურადღებას უთმობს საავტორო უფლებებს. სხვა საიტებიდან ინფორმაციისა თუ ფაილების დაკოპირება დაუშვებელია. სასურველია, რომ ახალი სტატია შექმნა საკუთარ სავარჯიშოში (თუ უკვე შექმენით სავარჯიშო გვერდი, მის სანახავად აქ დააჭირეთ). როდესაც ჩათვლი, რომ სტატია დასრულებულია და მისი გამოქვეყნება შეიძლება, მოგვწერე ფორუმზე (არ დაგავიწყდეთ ხელმოწერა!) - მოხალისე რედაქტორი გადახედავს სტატიას, და აგიხსნის შემდეგ ნაბიჯებს.

დამეხმარეთ
თუ გაგიჩნდა რაიმე კითხვა, გამოიყენეთ დახმარების გვერდი. თუ ამ გვერდზე კითხვაზე პასუხს ვერ იპოვი, მოგვწერე ფორუმის შესაბამის განყოფილებაში ან პირადად მიმართე ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს.

Hello and welcome to Georgian Wikipedia! We appreciate your contributions. If your Georgian skills are not good enough, we are here to help.
We have an embassy page where you can inquire for further information in your native language. We hope you enjoy your time here!

L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 11:12, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა. სტატიები არ იქმნება ასე ზედაპირულად. სექციების სახელწოდებების სტანდარტი ქართულ ვიკიპედიას საკუთარი აქვს. ონლაინ თარჯიმნის გამოყენებისას სექცია "სქოლიო" ნათარგმნი გაქვთ როგორც "ცნობები", რაც არასწორია. ასევე არასწორია " გარე ბმულები" - აქ მას "რესურსები ინტერნეტში" უნდა ერქვას. გარდა ამისა, "სქოლიოში" უნდა ეწეროს არა <references />, არამედ {{სქოლიო}}. ბიოგრაფიულ და სხვა სტატიებში გვაქვს სტანდარტი, როდესაც სტატიის შესავალში წერია არა "იყო", "არის", არამედ - „სახელი, გვარი (დაბადების თარიღი) — ესა და ეს“. ბევრი სხვა შეცდომა გაქვთ, ვინაიდან სტატიები შექმენით, ხოლო შეცდომებს არ გადახედეთ. მაგალითია ნახსენები "კომპონენტი" - ეს პირდაპირ ნათარგმნი გაქვთ, როდესაც სავსებით შეიძლება, იყოს შემადგენელი ნაწილი ან ნაწილი. ჩვენ რომ შეგვძლებოდა, ვიკიპედიას შევავსებით 100.000ობით ავტომატურ რეჟიმში ნათარგმნი სტატიით, რაც დაუშვებელია. სხვა შენიშვნები - თუკი ადამიანი ინგლისურენოვანი ქვეყნიდან არის, მას გებრიელ მახტი ჰქვია და არა გაბრიელ მახტი. გადახედეთ გამართულად დაწერილ სტატიებს და შექმენით თქვენი სტატიები მათზე დაყრდნობით. სხვა შემთხვევაში უხარისხო სტატიების თავში ჩასმული იქნება შეტყობინებები მათი არასრულყოფილი ფორმის და იმის შესახებ, რომ სტატია გასასწორებელია. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 11:59, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]

გმადლობთ შენიშვნებისთვის. გამოვასწორებ. Nikokatamadze (განხილვა/წვლილი) 12:12, 3 მარტი 2024 (UTC)[უპასუხე]