მომხმარებელი:ლადია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯემალ ინჯია - პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი, მოჭადრაკე.

დაიბადა 1937 წლის 14 იანვარს,ქალაქ გორში.

დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა :გაზეთ "გამარჯვების"რედაქციის განყოფილების გამგედ; საქინფორმის საკუთარ კორესპონდენტად შიდა ქართლში; ქ.გორის კულტურის განყოფილების გამგედ; პედაგოგიური მუზეუმის დირექტორად. გორში ჯ. ინჯიას თაოსნობით შეიქმნა საქართველოს მწერალთა კავშირის განყოფილება, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა ოთხი ათეული წლის განმავლობაში. არის ჟურნალ "განთიადის" საგამომცემლო საბჭოს წევრი; არის რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი და გორის ათგზის ჩემპიონი ჭადრაკში.

შემოქმედებითი მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სულ გამოცემული აქვს 45 წიგნი. მათ შორის - უნიკალური კრებული სონეტების გვირგვინებისა "ირმის ნახტომი", რომელშიც შესულია პოეზიის ამ ურთულესი ფორმის 13 გვირგვინი.

თარგმნილია 11 ენაზე.

ქართული თეატრის რეპერტუარი გაამდიდრა 5 პიესით.

მისი სონეტების გვირგვინი, ტრიოლეტები და ოქტავები შესულია ფილოლოგიურ სახელმძღვანელოებში.

გორის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს "ჯემალ ინჯიას აუდიტორია".

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალენდარი "მერანი", 1960 წ;

ლიახვმა თქვა "ნაკადული", 1965 წ;

სერგეი ესენინი "ანა სნეგინა" (თარგმანი)," საბჭოთა საქართველო", 1970 წ;

სილუეტი, "საბჭოთა საქართველო", 1977 წ;

I ტომი 84 5894 631-1699, "ქართლი", 1977 წ;

ლირიკული დღიური, "ნაკადული", 1978 წ;

კომსტანტინე სიმონოვი, "სამშობლო" (თარგმანი), "განათლება", 1978 წ;

ლირიკა "საბჭოთა საქართველო", 1982 წ;

დავიწყებული ვალსები, "მერანი", 1982 წ;

წვიმის სიმფონია "მერანი", 1988 წ;

ლექსები "საბჭოთა საქართველო", 1988 წ;

II ტომი 84, გრ-5 897 631-1 699, "ქართლი", 2004 წ;

ოთარ ჩხეიძის აბრისი, "ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება", 2009 წ;

ლიტვური პოეზიის გაზაფხული, "ფარნავაზი", 2009 წ;

მწამს ანუ მიყვარს, "ლიტერა", 2012 წ;

ლუის დე კამოენსი, "ლუზიადები" (თარგმანი) "ჩვენი მწერლობა", 2013 წ;

ვლადიმირ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი (თარგმანი) "ირიდა", 2014 წ;

რჩეული, გორი, მწერალთა სახლი, 2015 წ;

ერთტომეული, გორი, მწერალთა სახლი, 2016 წ;

ფარული ჩანაწერები, გორი, მწერალთა სახლი, 2016 წ;

ლუის დე კამოენსი "სონეტები" (თარგმანი), გორი, მწერალთა სახლი, 2016 წ;

მსოფლიო პოეზიის ზარდახშა (თარგმანები), გორი, მწერალთა სახლი, 2017 წ;

III ტომი ISBN 978-9941-8-0998-9, გორი, მწერალთა სახლი, 2019 წ;

ირმის ნახტომი "ჩვენი მწერლობა", 2021 წ;

სამასი უღალატო, გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა ,2021 წ;

"ფარული" ჩანაწერები, გორის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021 წ;

IV ISBN 978-9941-9772-5-1, "ლიტერა", 2021 წ;

მხოლოდ შენ ერთს, "ფარნავაზი", 2022 წ;

ანფასები და პროფილები, "ფარნავაზი", 2022 წ;

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწერალი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. ფლობს "პოეზიის რაინდის" წოდებას, დავით აღმაშენებლის სახელობის ოქროს მედალს. მიღებული აქვს ვანო მაჩაბლის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის,გიორგი ლეონიძის, ფრიდონ ხალვაშის,ჯემალ აჯიაშვილის, გიორგი ჭყონდიდელის,"საგურამოს". საქართველოს მწერალთა კავშირის პრემიები. არის ამიერკავკასიის ხალხების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, გორის საპატიო მოქალაქე.