მოლოზანას ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოლოზანას ციხე — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევთან, მდინარე ქვაბისხევურის მარჯვენა ნაპირზე. ციხე ძნელად მისასვლელ მაღალ კლდეზეა განლაგებული. ციხის განლაგების ადგილს მოლოზანას უწოდებენ და ციხემაც ადგილის მიხედვით მიიღო სახელწოდება. იგი მიუდგომელ ადგილზეა აგებული და მასთან მისასვლელად მნახველმა ორ კილომეტრიანი მთა უნდა გაიაროს საცალფეხო ბილიკით, ისიც მხოლოს ჩრდილოეთის მხრიდან. ციხეს კოშკი დასავლეთით აქვს. აგრეთვე ემჩნევა ქონგურები აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებში.

აღნიშნული ციხე დარაჯობს ქვაბისხევის ხეობასა და სამცხესაათაბაგოსკენ მიმავალ გზას. აქედან კარგად ჩანს ჭობისხევის ციხე-კოშკები, დვირისა და დემოთის ციხეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები ისტორიისათვის, ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გულანი, # 10, ახალციხე 2011
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ, გამომცემლობა მეცნიერება, თბ., 1980
  • სილოგავა ვ., კუმურდო: ტაძრის ეპიგრაფიკა, გამომცემლობა მეცნიერება, თბ., 1994
  • ხუჯაძე გ., ბორჯომის ხეობა, თბ., 1969
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 66-67