მოლა ვალი ვიდადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Vidadi.JPG
მოლა ვალი ვიდადი
დაბადების თარიღი 17 მარტი, 1709
შამქორი, საფავიდების იმპერია (დღევანდელი აზერბაიჯანი)
გარდაცვალების თარიღი 13 მაისი, 1809
შიხლი, ყაზახის მახლობლად
პროფესია პოეტი, მასწავლებელი, მემატიანე

მოლა ვალი ვიდადი ( აზერ. Molla Vəli Vidadi ) (1709 წლის 17 მარტი, შამქორი - 1809 წლის 13 მაისი, ყაზახის რაიონი ) - აზერბაიჯანელი პოეტი.

ვიდადის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მშობლიურ ქალაქ შამქორში, სადაც სასულიერო სასწავლებელში ასწავლიდა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ვიდადიმ რამდენიმე წელი გაატარა თბილისში, სადაც იგი მსახურობდა მეფე ერეკლე II-ს სამეფო კარის პოეტად. მეფის ვაჟის ლევანის გარდაცვალებისთანავე 1781 წელს, ვიდადიმ დაწერა გარდაცვლილის ელეგია.ქართული წყაროების მიხედვით ცნობილია, რომ აზერბაიჯანელი პოეტი თბილისის გუბერნატორის სასახლეში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდა მისი მსახურობა სამეფო კარზე დიდხანს არ გაგრძელებულა, შესაძლოა მმართველი კლასისადმი მისი ღია კრიტიკის გამო. ადრეულ ეტაპზე ვიდადის პოეზია გამოხატავდა პოზიტიურ შეხედულებას ცხოვრებაზე, თუმცა წლების შემდეგ, მისმა ლექსებმა უფრო პესიმისტური დამოკიდებულება გამოხატეს. იგი ასევე ცნობილი იყო მოლა პანაჰ ვაგიფთან პოეტური დიალოგისთვის. ვიდადის მარტივი და რეალისტური (ზოგჯერ მისტიციზმის ელემენტების ჩართვით) ლიტერატურული სტილი ჰგავდა აზერბაიჯანული ტრადიციული აშუღის ჟანრს.

გამოყენებული ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

 მუშვიგ ჩობანოვი, აზერბაიჯანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები. ქართველოლოგი, Journal of Georgian Studies