შინაარსზე გადასვლა

მოზელი (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოზელი
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი
გერმანიის დროშა გერმანია
ქალაქები ნანსი
მეცი
სათავე ვოგეზები
47°53′02″ ჩ. გ. 6°53′34″ ა. გ. / 47.88389° ჩ. გ. 6.89278° ა. გ. / 47.88389; 6.89278
სიგრძე 545 კმ
აუზის ფართობი 28,286 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} მოზელი ვიკისაწყობში

მოზელი (გერმ. Mosel, ფრანგ. Moselle, ლუქს. Musel) — მდინარე საფრანგეთში, ლუქსემბურგსა და გერმანიაში. სიგრძე 545 კმ, აუზის ფართობი 28,286 კმ². მდინარე რაინის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს ვოგეზებში, ზღვის დონიდან 715 მ სიმაღლეზე. უმთავრესად მიედინება ღრმა და ვიწრო ხეობაში. ქმნის ამავე სახელწოდების ხეობას. მთავარი შენაკადებია: საარი, რუვერი, ავიერა. წყალმოვარდნები იცის ნოემბრიდან აპრილამდე. სანაოსნოა ზემო დინებამდე. მოზელს კვეთს მარნა-რაინის არხი, აღმოსავლეთის არხით შეერთებულია მდინარე სონასთან.

აგებულია ჰიდროელექტროსადგური. ნაპირებზე მდებარეობს ქალაქები: ნანსი, მეცი, კობლენცი. მოზელის ხეობა მევენახეობისა და მეღვინეობის რაიონია. წყლის საშუალო ხარჯი 290 მ³/წმ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]