მოდი
იერსახე
მოდი — ძვ. ებრაული საწყაო. ფართოდ იყო გავრცელებული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ქართულ წერილობით წყაროებში დამოწმებულია გიორგი ათონელის თხზულებაში „ცხოვრებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა ოიანესი და ეფთჳმესი“ (XI ს.). მოდი იხსენიება „ათონის აღაპებში“ და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში XIII საუკუნემდე. მოგვიანებით იხმარება დასავლეთ საქართველოში მიწის სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადის აღსანიშნავად. სულხან-საბა ორბელიანთან მოდის შესატყვისია ჩანახი. უდრიდა დაახლოებით 8 კგ-ს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაფარიძე გ., ნარკვევი ქართული მეტროლოგიის ისტორიიდან (IX-XIX სს.), თბ., 1973;
- ჯაფარიძე გ., ქსე, ტ. 7, გვ. 60-61, თბ., 1984