მოგუაშირხა
იერსახე
| მოგუაშირხა | |
|---|---|
| კოორდინატები: 43°06′40″ ჩ. გ. 42°05′14″ ა. გ. / 43.11111° ჩ. გ. 42.08722° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3847 მ |
| ქედი | სვანეთის ქედი |
| ლანდშაფტი | ალპური და ნივალური |
| ამგებელი ქანები | გრანიტოიდი |
მოგუაშირხა — მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კოდორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთზე — სვანეთის ქედზე, მდინარე კოდორის ერთ-ერთი მდგენელის — საკენისა და ენგურის მარჯვენა შენაკადის — ნენსკრის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3847 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური და ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 56.