მიხეილ წინამძღვრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ წინამძღვრიშვილი
დაბ. სახელი მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1882
სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 28 დეკემბერი, 1956
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია თერაპევტი, კარდიოლოგი
მშობლები მამა: დოროთე წინამძღვრიშვილი

მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი (დ. 10 მაისი, 1882, სურამი, ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 28 დეკემბერი, 1956, თბილისი) — გამოჩენილი ქართველი თერაპევტი, კარდიოლოგი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი დაიბადა ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი-კარდიოლოგი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს" (1921). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი, მისი პირველი დირექტორი, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ.

მიხეილ წინამძღვრიშვილი დაჯილდოებულა შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული". მიხეილ წინამძღვრიშვილი იყო საქართველოს სსრ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუატატი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული" მედლით
  • 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]