შინაარსზე გადასვლა

მიხეილ შიშნიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიხეილ ესტატეს ძე შიშნიაშვილი (დ. 2 ნოემბერი [ძვ. სტ. 20 ოქტომბერი] , 1905, თელავი — გ. 5 მაისი, 1985, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1944), პროფესორი (1946), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). სკკპ წევრი 1944 წლიდან.

1935 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1934–1982 წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, 1940–1947 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 1947 წლიდან კი — კოლოიდური ქიმიის ლაბორატორიის გამგე. 1946–1955 წლებში — ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტის კათედრის გამგე. მიხეილ შიშნიაშვილს ძირითადი გამოკვლევები აქვს კოლოიდურ ქიმიაში.