მიხეილ ყაზბეგი
მიხეილ გაბრიელის ძე ყაზბეგი (დ. 15 ივნისი, 1805 — გ. 18 ივნისი, 1876) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1859), მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის მამა.
ყაზბეგიანთ (ჩოფიკაშვილების) საგვარეულოს წარმომადგენელი; მოურავ გაბრიელ ყაზბეგის შვილი. სწავლობდა თბილისის წარჩინებულთა სასწავლებელში. იყო რუსეთის არმიის პრაპორშჩიკი (1819), შემდეგ ლაიბგვარდიის კაზაკთა პოლკის როტმისტრი. მონაწილეობდა კავკასიის მთიელებთან ბრძოლებში. დარღოს ლაშქრობაში (1845) თავის გამოჩენისთვის მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1850-1859 წლებში იყო თბილისის გუბერნიის მთიელ ხალხთა მმართველი. გამოირჩეოდა დესპოტური ხასიათით. 1859 წლიდან — გენერალ-მაიორი. დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1852). ცოლად ჰყავდა თავად ესტატე თარხნიშვილის ასული ელისაბედი (კეკე; გ. 1888). მათი შვილი იყო ალექსანდრე ყაზბეგი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უცნობი ყაზბეგი / ზაზა აბზიანიძე // ალექსანდრე ყაზბეგი : საიუბილეო კრებული / რედაქტორი: ირმა რატიანი; შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. თბილისი: [გ.გ.], 2014. ISBN 9789941133930;
- Казбек, Михаил Гаврилович / С. Н. П. // Русский биографический словарь, т. 8 (1897): Ибак — Ключарев, с. 381.