მიხეილ ბითაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მიხეილ ალექსის ძე ბითაძე (დ. 20 აგვისტო [ ძვ. სტ. 7 აგვისტო], 1903, ქ. ხაშური ― გ. 9 დეკემბერი, 1983, ქ. კოლომნა, მოსკოვის ოლქი) — ქართველი მშენებელი ინჟინერი, ნაგებობათა ფუძე-საძირკვლების მშენებლობის სპეციალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ალექსის ძე ბითაძე დაიბადა 1903 წლის 20 აგვისტოს ქ. ხაშურში. საშუალო განათლება მიიღო ხაშურის გიმნაზიაში. 1931 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის სამშენებლო-საპროექტო გზატკეცილების სამმართველოში (1936). თბილისის სატყეო№ტექნიკურ ინსტიტუტში (1937). 1935-იდან მუშაობს ქ. ნორილსკში. მონაწილეობდა მუდმივად გაყინულ გრუნტებზე მკაცრ კლიმატურ პირობებში ნაგებობათა საძირკვლების რაციონალური კონსტრუქციების დამუშავებისა და დანერგვაში (ლენინური პრემია, 1966), დაჯილდოებულია "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 370, თბ., 1977 წელი.
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ.1, გვ. 433, თბ., 1997