მიწაყარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიწაყარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
კლასი:  ბაზიდიუმიანი სოკოები
რიგი:  Russulales
ოჯახი:  Russulaceae
გვარი:  რძიანა სოკოები
სახეობა:  მიწაყარა
ლათინური სახელი
Lactarius insulsus

მიწაყარა, წოვანა [1] (ლათ. Lactarius insulsus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს. მოყვითალოა, ტალღოვანი, ტიტველი, შეკეცილკიდეებიანი, კიდეებისკენ კონცენტრული ზოლები დაჰყვება. ფეხი თეთრია და მოყვითალო ჩაღრმავებული ლაქები აქვს. ფირფიტები მოთეთრო-მოყვითალოა, რბილობი თეთრი; გადატეხისას გამოყოს თეთრ, ძალიან ცხარე რძის მაგვარ სითხეს. იზრდება ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით მუხნარში, ზაფხულში და შემოდგომით, საჭმელად იხმარება დამწნილებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 210, ISBN 99940-856-1-1.