მიშელ ლეგრანი
მიშელ ლეგრანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 24 თებერვალი, 1932 |
დაბ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი | 26 იანვარი, 2019 (86 წლის) |
გარდ. ადგილი | American Hospital of Paris[1] |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1955–2018 |
საიტი | michellegrandofficial.com[2] |
მიშელ ლეგრანი ვიკისაწყობში |
მიშელ ლეგრანი (ფრანგ. Michel Jean Legrand; 24 თებერვალი, 1932, პარიზი — 26 იანვარი, 2019, პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი და მომღერალი. სამგზის „ოსკარის“, ხუთჯერ - „გრემის“, ერთხელ „ოქროს გლობუსის“ ჯილდოს მფლობელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიშელ ლეგრანი დაიბადა 1932 წლის 24 თებერვალს, პარიზში. იგი განსაკუთრებით ცნობილი გახდა კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკით. მათ შორის „შერბურის ქოლგები“, კატრინ დენევის მონაწილეობით, რომელსაც 1964 წელს კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ერგო. მისი ნამუშევრები 13-ჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე და სამჯერ იყო ამ პრემიის ლაურეატი.
ფრანგი პიანისტი, კომპოზიტორი და მომღერალი მიშელ ლეგრანი 2019 წლის 26 იანვარს, პარიზში, 86 წლისა ასაკში გარდაიცვალა.[3]
მიშელ ლეგრანი და საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიშელ ლეგრანს საქართველოსთან განსაკუთრებით მომღერალი თამარ გვერდწითელი აკავშირებდა. 1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. ლეგრანი მოიხიბლა ქართველი მომღერლით, რის შემდეგაც მათ კონტრაქტი გააფორმეს და პარიზის „ოლიმპიაში" პირველი კონცერტიც გაიმართა. ლეგრანმა, გვერდწითელის სამიათასიანი დარბაზისთვის წარდგენისას, განაცხადა: „პარიზო, დაიხსომე ეს სახელი!". ამის შემდგომ მათ არაერთი ერთობლივი კონცერტი გამართეს.[4][5]
მიშელ ლეგრანი საქართველოს 2008 წლის დეკემბერში ეწვია და სოლო კონცერტი გამართა. ლეგრანის ცნობილი ნაწარმოებები ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ნიკა მემანიშვილის დირიჟორობით შეასრულა. კონცერტი საქველმოქმედო იყო და პროექტის – „ხელოვანები ხელოვანთათვის” ფარგლებში ჩატარდა. შემოსული თანხა ომით დაზარალებულ ხელოვანებს მოხმარდათ. ფრანგი კომპოზიტორი საქართველოს მეუღლესთან, დასთან და ორ მუსიკოსთან ერთად ეწვია. იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა, ხოლო 22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიიღო.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fichier des personnes décédées mirror
- ↑ მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. imedinews.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-12. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2019.
- ↑ Tamara Gverdtsiteli. fest-sbv.by. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-20. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2019.
- ↑ Tamara Gverdtsiteli and Michel Legrand (Concert). www.youtube.com. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2019.
- ↑ მიშელ ლეგრანი თბილისში დღეს სოლო კონცერტს გამართავს. ციტირების თარიღი: 28 იანვარი, 2019.