შინაარსზე გადასვლა

კატრინ დენევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კატრინ დენევი
დაბადების სახელი კატრინ ფაბიენ დორლიაკი
დაბადების თარიღი 22 ოქტომბერი, 1943 (1943-10-22) (82 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
მოქალაქეობა  საფრანგეთი[1] [2]
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957-
პარტნიორ(ებ)ი Roger Vadim და მარჩელო მასტროიანი
შვილ(ებ)ი Christian Vadim და Chiara Mastroianni
სეზარი

საუკეთესო მსახიობი ქალი
1981 — უკანასკნელი მეტრო

1993 — ინდოჩინეთი

კატრინ დენევი (ფრანგ. Catherine Deneuve; დ. 22 ოქტომბერი, 1943, დაბადების სახელი Catherine Fabienne Dorléac, დენევი დედის გვარია) — სახელგანთქმული ფრანგი მსახიობი, რომელსაც ხშირად „საფრანგეთის ბოლო მეგავარსკვლავს“ უწოდებენ.

სუპერვარსკვლავის სახელი კანის ფესტივალზე მუსიკალური ფილმის „შერბურგის ქოლგები“ (1964) ტრიუმფმა მოუტანა. მომდევნო წელს მთავარი როლი ითამაში რომან პოლანსკის ფსიქოლოგიურ ტრილერში „ზიზღი“ — განთქმული კინორეჟისორის პირველი ინგლისურენოვან ფილმში. შემდგომ წლებში უფრო განიმტკიცა წამყვანი ფრანგი მსახიობის რეპუტაცია, მუშაობდა რა მსოფლიოს კინოს ისეთ გიგანტებთან, როგორიცაა ლუის ბუნიუელი („ტრისტანა“, 1970), და ფრანსუა ტრიუფო („უკანასკნელი მეტრო“, 1980). მისი ერთ-ერთი ყველაზე თამამი ნამუშევარი იყო ბუნიუელის ფილმი „შუადღის ლამაზმანი“ (1967). მიუხედავად მრავალრიცხოვანი მოწვევებისა ჰოლივუდში, დენევი ამერიკული აუდიტორიისთვის დღემდე მხოლოდ ფრანგული პარფიუმერიის სარეკლამო რგოლებითაა ცნობილი.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1965 ზიზღი Repulsionკეროლი
1967 შუადღის ლამაზმანი Belle de jourსევერინ სერიზი
1969 მისისიპის ქალთევზა La Sirène du Mississipi ჟული რასელი
1970 ტრისტანა Tristana ტრისტანა
1980 უკანასკნელი მეტრო Le Dernier Métro მარიონ შტაინერი
1992 ინდოჩინეთი Indochineელიანი
2000 სიბნელეში მოცეკვავე Dancer in the Dark კატი
2002 8 ქალბატონი 8 Femmes გაბი
2015 უახლესი აღთქმა The Brand New Testamentმარტინა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Leading Sarkozy to the Guillotineნიუ-იორკ ტაიმზი, 2012.
  2. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.