შინაარსზე გადასვლა

მიქსინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქსინები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  მრგვალპირიანები
ქვეკლასი:  მიქსინები
ლათინური სახელი
Myxini

მიქსინები (ლათ. Myxini) — ხერხემლიანი ცხოველების ქვეკლასი მრგვალპირიანთა კლასისა. სხეულის სიგრძე — 45-70 სმ. შეიცავს ერთ რიგს ერთი ოჯახით (დაახლოებით 15 სახეობას). გავრცელებულია მსოფლიო ოკეანის ზომიერ და სუბტროპიკულ წყლებში. მიქსინები მტაცებლებია, იკვებებიან დასუსტებული თევზის შიგნეულობით და კუნთებით. ჭამენ ბადეში გაბმულ თევზებს, რითაც მიქსინები ერთგვარ ზიანს აყენებენ თევზმოპოვებას.