შინაარსზე გადასვლა

მრგვალპირიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მრგვალპირიანები

მდინარის სალამურა (Lampetra fluviatilis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ზეკლასი:  უყბოები
კლასი:  მრგვალპირიანები
ლათინური სახელი
Cyclostomi (Duméril, 1806)

მრგვალპირიანები (ლათ. Cyclostomata) — წყლის უმდაბლესი ხერხემლიანი ცხოველების კლასი უყბოთა ზეკლასისა. მათი სხეული დაფარულია მკვრივი კანით. გარეგანი ჩონჩხი არა აქვთ. ქორდა რჩებათ მთელი სიცოცხლია განმავლობაში. შინაგანი ჩონჩხი ხრტილოვანია. მრგვალპირიანების პირი ძაბრისებრია, რგოლისებრ ხრტილზე დაყრდნობილი (აქედანაა სახელწოდება). კბილები რქოვანია, ენა — მბურღავი. კლასში ორი, ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავებული ქვეკლასია — მიქსინები და სალამურები. მრგვალპირიანები თევზების ექტოპარაზიტები ან მტაცებლებია. სალამურათა შორის ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს.