მირვარიდ დილბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მირვარიდ დილბაზი
აზერ. Mirvarid Paşa qızı Dilbazi
დაბადების თარიღი 19 აგვისტო, 1912(1912-08-19)
დაბადების ადგილი ხანლიქლარი
გარდაცვალების თარიღი 12 ივლისი, 2001(2001-07-12) (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
დასაფლავებულია იასამალის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი და პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
 აზერბაიჯანი
ჟანრი ლექსი, narrative poetry და პოემა
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, დამოუკიდებლობის ორდენი, Q63706400?, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია და Honored Culture Worker of the Azerbaijan SSR

მირვარიდ ფაშა ყიზი დილბაზი (აზერ. Mirvarid Paşa qızı Dilbazi; დ. 1912, ყაზახი - გ. 2001, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირვარიდ დილბაზი დაიბადა 1912 წლის 19 აგვისტოს სოფელ მუსაქოიში (ყაზახის რაიონი). 1921 წელს პოეტი ქალის ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სადაც მირვარიდი ქალთა სემინარიაში მოეწყო. სემინარიის დამთავრების შემდეგ დილბაზი ბაქოსა და ყუბაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობდა. რამდენიმე წლის შემდეგ მირვარიდი მოეწყო აზერბაიჯანის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

დილბაზი 1934-1938 წლებში აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ფონდში და 1938-1940 წლებში გამომცემლობა „აზერნეშრში“ მუშაობდა.

მირვარიდ დილბაზიმ ლიტერატურული მოღვაწეობა 1920-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1927 წელს ჟურნალ „ოქტომბრის ცეცხლში“ გამოქვეყნებულ მირვარიდის პირველ ლექსს ეწოდა „ქალთა თავისუფლება“, რომელიც გამოქვეყნდა ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 მარტს. პოეტი ქალის პირველი წიგნი 1934 წელს გამოიცა.

1937 წელს გამოიცა მეორე წიგნი, სახელწოდებით „ადრეული შემოდგომა“. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიცა მირვარიდ დილბაზის 7 წიგნი. ყველა სამხედრო-პატრიოტულ თემატიკას მიეძღვნა.

დილბაზის ლექსების თემა მრავალმხრივია: საზოგადოებაში შემოქმედებითი მოღვაწეობის პათოსი, ადამიანთა ცხოვრება და ყოფა, მშობლიური მიწის ბუნებით გატაცება. აკრიტიკებდა მათ ვინც არღვევდა ცხოვრების ჰარმონიას. მირვარიდი ბუნებაზე შეყვარებული პოეტია. მის ლექსებში აზერბაიჯანის ბუნება მთელი თავისი მრავალფეროვნებით ვლინდება.

მირვარიდ დილბაზი გარდაიცვალა 2001 წლის 12 ივლისს ბაქოში.

რესურსები ინტრნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]