მინდია დავითაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინდია დავითაძე
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1990
თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება იურისტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მინდია დავითაძე (დ. 11 თებერვალი, 1990, თბილისი, საქართველო) — ქართველი იურისტი. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარე[1] 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის 9 ივნისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2014 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2020 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი (MBA).

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019-2020 წლებში იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. 2018-2019 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. 2013-2018 წლებში საქართველოს პროკურატურის სიტემაში სხვადასხვა დეპარტამენტისა და ტერიტორიული დანაყოფის პროკურორი იყო. 2011-2013 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს სხვადასხვა დანაყოფების გამომძიებელი.

2020 წლიდან ხელმძღვანელობს (პროექტის ლიდერი) ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ დაძმობილების პროექტს (Twinning) „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების ეფექტური დაცვისა და კონტროლის სისტემის დანერგვა". 2013 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. 2009 წელს გაიარა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტისა (აშშ) და ჩარლის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) ერთობლივი სასწავლო კურსი – „American Institute on Political and Economic Systems “(პრაღა, ჩეხეთის რესპუბლიკა). 2010-2011 წწ. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სწავლობდა მიკოლო რომერიოს უნივერსიტეტში (ვილნიუსი, ლიეტუვის რესპუბლიკა).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]