მიკლუხო-მაკლაის ნაპირი
იერსახე
მიკლუხო-მაკლაის ნაპირი — კუნძული ახალი გვინეის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი. გადაჭიმულია ასტროლაბის ყურიდან აღმოსავლეთისაკენ 300 კილომეტრზე. შემოსილია ტროპიკული ტყით, კაუჩუკოვანების პლანტაციებით. სახელი ეწოდა ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაის პატივსაცემად, რომელიც 1871-1872, 1876-1877 და 1883 წლებში აქ ცხოვრობდა და იკვლევდა სანაპიროს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 685.