შინაარსზე გადასვლა

მიკი დი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიკი დი

მიკი დი ედმონტონის კონცერტზე 2005 წლის მაისში
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მიქაელ კირიაკოს დელაოგლოუ
დაბ. თარიღი 31 ოქტომბერი, 1963 (1963-10-31) (60 წლის)
გეტებორგი, შვედეთი
დაბ. ადგილი გეტებორგი[1]
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი,
სპიდ მეტალი,
მძიმე როკი
საქმიანობა მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი დასარტყმელი საკრავები, გიტარა
აქტიური 1985-დან დღემდე
საიტი imotorhead.com
მიკი დი ვიკისაწყობში

მიქაელ კირიაკოს დელაოგლოუ (ბერძ. Μιχαήλ Κυριάκος Δελάογλου, დ. 31 ოქტომბერი, 1963, გეტებორგი, შვედეთი) — უკეთ ცნობილი როგორც მიკი დი,[2] ბერძნული წარმოშობის შვედი დრამერი და სიმღერების ავტორი, რომელიც ამჟამად მოღვაწეობს მძიმე მეტალ ჯგუფ მოუტერჰედში.

მუსიკალური კარიერის დაწყების შემდეგ ადგილობრივ ჯგუფებში მიკი 1985 წელს გადავიდა კოპენჰაგენში, სადაც იგი შეუერთდა ჯგუფ კინგ დაიმონდს. მათთან ერთად მიკიმ ჩაწერა ოთხი ალბომი.

1990 წელს მიკი უკრავდა ჯგუფში დონ დოკენი, რომელთანაც ერთად მან ჩაწერა ალბომი Up from the Ashes.

1992 წელს მიკი დათანხმდა ლემის წინადადებას (რომელიც 1985 წლიდან სთავაზობდა მას), გადასულიყო ჯგუფ მოუტერჰედში. მოუტერჰედის პირველი კონცერტი მიკისთან ერთად შედგა 1992 წლის 30 აგვისტოს. მას შემდეგ მიკი ჯგუფის უცვლელი წევრია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #13470374X // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. მიკი დის ბიოგრაფია. IMDb. ციტირების თარიღი: 2007-03-29.