მიგელ დელიბესი
მიგელ დელიბესი (ესპ. Miguel Delibes Setién; დ. 17 ოქტომბერი, 1920, ვალიადოლიდი — გ. 12 მარტი, 2010) ― XX საუკუნის უკანასკნელი ესპანელი კლასიკოსი მწერალი. ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის კომერციული დირექტორის რვა შვილიდან ის მესამე იყო. მომავალი მწერალი ზაფხულის უმეტეს ნაწილს დედულეთში ატარებდა, ამიტომაც კარგად ერკვეოდა გლეხური ცხოვრების წვრილმანებში. მამის მხრიდან ენათესავებოდა ფრანგ კომპოზიტორ ლეო დელიბესს.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიგელი სწავლობდა სამხატვრო სკოლაში. 1938 წელს, სამოქალაქო ომის დროს იძულებითი მობილიზაციის შიშით, მოხალისედ ჩაეწერა სამხატვრო – საზღვაო ფლოტში. რადგან ქვეით ჯარში ხელჩართული ბრძოლის ეშინოდა. ომის დასრულების შემდეგ კი კომერციასა და იურისპრუდენციას სწავლობდა, თუმცა ეს საქმე დიდად არ აინტეესებდა.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წელს დელიბესმა მუშაობა დაიწყო კარიკატურისტად ადგილობრივ გაზეთში – El Norte de Castilla , მოგვიანებით კი ჟურნალისტურ საქმიანობაზე გადაერთო. 1946 წელს ის ასწავლიდა ბიზნესის სამართალს ვალიადოლიდის კომერციულ სასწავლებელში. 1947 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი რომანი „კიპარის გრძელი ჩრდილი აქვს“. მწერლის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა, მას ნადალის პრემია მიენიჭა. ამით წახალისებული მწერალი 1950 წელს აქვეყნებს მოთხრობას „გზა“, რომელსაც ისევე როგორც მომავალში უამრავ სხვა ნაწარმოებს კასტილის სოფლის ცხოვრება უდევს საფუძვლად. მწერლისთვის ფლეხური ყოფა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცივილიზაციის მიღწევები: „ტექნიკური პროგრესი ადამიანს კუჭს უთბობს, გულს კი უცივებს, არასდროს ყოფილან ადამიანები ისე შორს ერთმანეთისაგან როგორც დღეს.“ ამგვარი ცხოვრებისეული პოზიციის გამო მწერალი არაერთხელ დაუპირისპირდა ფრანკოს რეჟიმს და ცენზურას, რის გამოც კი ის სამსახურიდანაც კი დაითხოვეს (ამ დროისთვის ის უყვე გაზეთის რედაქტორი იყო). მაგრამ იმას, რასაც მწერალი ვერ ამბობდა გაზეთში გამოხატავდა მის წიგნებში. ასე დაიბადა მისი რომანი „ვირთხები“ კასტილის სოფლის ეპიკური ტრაგედია. ამ ნაწარმოებით თუ ვიმსჟელებთ, მუნებისა და ღარიბი ადამიანების მიმართ თანაგრძნობით განმსჭვალულ მწერალს ჯერა, რომ ადამიანის ბედნიერება და თავისუფლება მხოლოდ ბუნებასთან არის შესაძლებელი.
1936 – 1939 წლების სამოქალაქო ომის ტრაგედია, პოლიტიკური ტირანიის გავლენა ადამიანთა ფსიქოლოგიაზე („ის ვინც ფიზიკურად არ დასახიჩრდა დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო“) დელიბესმა გამოააშკარავა წიგნში „ხუთი საათი მარიოსთან “ (1966 წელს ), რომელსაც ლიტერატურის კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ამ რომანის მთავარი გმირი ქალი, ქმრის კუბოს დაჰყურებს და მასთან ერთად განვლილ ცხოვრებას იხსენებს. უნებლიედ მჟღავნდება მისი გაწბილება, პროვინციული ცხოვრების სნობიზმი და ფაშისტური საზოგადოების სისასტიკე, რომელმაც მის მეუღლეს ლიბერალური იმპულსები გაუნადგურა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1998 წელს მას სწორი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს, თუმცა მან მის შემდეგ კიდევ 12 წელი იცოცხლა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Video: Entrevista a Miguel Delibes: "De pequeño me turbaba la idea de que mi padre muriera" El escritor explica por qué la muerte siempre ha estado tan presente en toda su obra
- Video: Entrevista a Miguel Delibes: "La televisión ha sustituido a la figura de el abuelo como contador de historias"
- Watch the series "El camino", a close adaptation of the novel of Miguel Delibes directed by Josefina Molina
- A biography of the author in El Norte de Castilla
- Cátedra Miguel Delibes
- Miguel Delibes at the Centro Virtual Cervantes
- Special edition of Diario ABC.es on Miguel Delibes დაარქივებული 2014-07-13 საიტზე Wayback Machine.
- Special edition of ELMUNDO.es on Miguel Delibes
- Interview with Miguel Delibes in El País Semanal 2007
- Royal Decree 753/1999, of 30 Abril, according the Gold Medal for Merit in Work to Miguel Delibes Setién.
- [1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 7.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 8.0 8.1 Munzinger Personen
- ↑ 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118671359 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.nytimes.com/2010/03/18/arts/18delibes.html
- ↑ http://www.elnortedecastilla.es/valladolid/201607/21/fosas-comunes-sombra-lideres-20160720183645.html
- ↑ 12.0 12.1 Premio Nadal de Novela
- ↑ LIBRIS — 2018.
- ↑ http://www.uva.es/export/sites/uva/1.lauva/1.15.doctoreshonoriscausa/index.html
- ↑ http://www.elnortedecastilla.es/20091116/mas-actualidad/cultura/miguel-delibes-recibe-medalla-200911161311.html
- ↑ https://www.boe.es/boe/dias/1999/05/01/pdfs/A16181-16181.pdf
- ↑ https://www.uni-saarland.de/universitaet/portraet/freunde/ehren/promotionen/philo.html
- ↑ https://www.culturaydeporte.gob.es/cultura/libro/premios/listado-de-premios/premios-nacionales/letras-espanolas/presentacion.html
- ↑ https://www.culturaydeporte.gob.es/cultura/libro/premios/listado-de-premios/premios-nacionales/literatura-narrativa/ultima-convocatoria.html
- ↑ http://www.eldiario.es/escolar/familia-gobierna-unida_6_308379209.html
- ↑ El Adelantado de Segovia — Segovia: 2020. — ISSN 2444-1074
- ↑ https://digibug.ugr.es/handle/10481/47183