მთიხვი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
მთიხვი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Desmana moschata | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 6506 | |||||||||||||
|
მთიხვი (Desmana moschata) — ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 20-22 სმ, მასა 520 გ აღწევს. კუდის ფუძესთან მუშკის ჯირკვლები აქვს, რომელთა ნივთიერება ბეწვს იცავს დასველებისაგან. კარგადაა შეგუებული წყალს. უძველესი რელიქტური სახეობაა, გვხვდება მხოლოდ ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე. გავრცელებულია მდინარეების ვოლგის, დონისა და ურალის აუზებში, ბინადრობს სოროებში, რომლებსაც გამოსასვლელი წყალში აქვს. იკვებება მუცელფეხიანი მოლუსკებით, წვრილი თევზებით, მწერებით, წურბელებით, აგრეთვე მცენარეებით. შობს 1-5 თვალაუხილავ შიშველ, უმწეო ნაშიერს. ბეწვი მტკიცე და მაღალხარისხოვანია, თუმცა დიდი სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. მთიხვის რიცხვი მკვეთრად მცირდება, რის გამოც მას იცავენ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 674.