მზის დინასტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონაკრის ტაძრის პანორამა სრული ხედით
დისკო კონაკრის მზის ტაძარში. ორისა, ინდოეთი

მზის დინასტია, ან სურია–ვამშა (სანსკრ. सूर्यवंश, sūrya-vaṃśa) — ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დინასტია ინდუიზმის ისტორიაში მთვარის დინასტიასთან ერთად.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„სურია–ვამშა“ (სანსკ. सूर्यवंश्य) აღნიშნავს ადამიანს, რომელიც ეკუთვნოდა ამ დინასტიას, იგი წარმოადგენდა ინდოელ ქშატრიათა უძველეს საგვარეულოს. ის ცნობილია, აგრეთვე, მრავალრიცხოვანი სინონიმებით — ადიტიავამშა (სანსკ. आदित्यवंश), მიტრავამშა (სანსკ. मित्रवंश), არკავამშა (სანსკ. अर्कवंश), რავივამშა (სანსკ. रविवंश) და ა. შ. დინასტიის ადრეული მეფეები მზეს ( სურია, ადიტია, არკა) თვლიდნენ თავიანთ მთავარ საგვარეულო ღვთაებად და პრაქტიკულად თაყვანს სცემდნენ მას.

ითვლება, რომ დინასტიის დამაარსებელი ვივასვანი ან ვივასვატა მანი, ცნობილი აგრეთვე, როგორც არკა–ტანაია (अर्क तनय, „არკას(სურიას) ვაჟი“) ცხოვრობდა სამყაროს დასაბამიდან. სახელწოდება ვივასვანი სიტყვასიტყვით ნიშნავს „ბრწყინვალეს“, ეს არის მზე ან მზის ღმერთი. ამ დინასტიის პირველი მეფე იყო ვივასვანის შვილიშვილი სახელად იკშვაკუ. აქედან, დინასტიამ დამატებით მიიღო სახელწოდება იკშვაკების დინასტია ან აიკშვაკები (იგი ძირითადად გამოიყენება აიოდჰების დინასტიასთან მიმართებაში). იკშვაკუს უშუალო წინაპრების ხაზი ასე გამოიყურება: ბრაჰმა → მარიჩი → კაშიაპა → ვივასვანი → ვივასვატა მანი → იკშვაკუ.

მზის დინასტიასთან განსაკუთრებით ასოცირდება აიოდჰების მეფე რამა, ვისი ისტორიაც არის გადმოცემული რამაიანაში. საგვარეულო სამართლის თანახმად, რამა იყო სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე, მაგრამ მამამისმა სიტყვა მისცა მეორე მეუღლეს — კაიკეის გაეგდო რამა 14 წლით ტყეში და მისი დევნილობის პერიოდში რამას კუთვნილ ტახტზე დაესვა კაიკეის ვაჟი. ამასთანავე, კაიკეის ვაჟმა ბჰარატმა ვერ მიიღო ტახტი მფლობელობაში, არანედ მართავდა ქვეყანას, როგორც რეგენტი მანამდე, სანამ რამა დაბრუნდებოდა ტყვეობიდან.

აიოდჰიის მნიშვნელოვანი მეფე იყო ბრიჰადბალა, რომელმაც კურუკშეტრას ბრძოლაში მოკლა აბჰიმანია. დინასტიის უკანასკნელი მეფე აიოდჰაში იყო სუმიტრა ჩვ. წ. IV საუკუნეში. ამის შემდეგ, აიოდჰია დაიპყრო მაგადჰას მეფემ მაჰაპადმა ნანდამ (ნანდას დინასტიიდან), ხოლო სუმიტრა ერთ ხანს გამაგრდა როჰტასის ციხეში

მანუს გადმოცემების თანახმად, მზის დინასტიის მემკვიდრის ტიტული გადაეცემოდა მხოლოდ მეფიდან უფროს ვაჟს. მხოლოდ უფროსებს შეეძლოთ მიეღოთ სამეფო ტახტი და გვირგვინი. დინასტიის უმცროსი მემკვიდრეებიდან კი ცნობილი ქშატრია და ვაიშია მოევლინა სამყაროს, თუმცა, მიუხედავად მეფური წარმოშობისა, არ არიან მოხსენებული მზის დინასტიის მემკვიდრეთა სიაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის ღვთაების ციხის პანორამა ინდოეთის ქალაქ კონაკრში (ორისას შტატი)

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოცდაათი პურანი გვაძლევს მეტ–ნაკლებად ამ დინასტიის მეფეტა სრულ სიას. „რამაიანა“ში მეფეტა სია ორჯერ არის მოტანილი. „მაჰაბჰარატა“ შეიცავს მხოლოდ სიის მონაცემთა ნაწყვეტებს, რომელიც მთელს ტექსტშია გაბნეული. კალიდასას რაგუვანშაში მოჰყავს აგრეთვე, მზის დინასტიის რამდენიმე მეფის სახელი დილიპა II–დან აგნივარნამდე.

განსხვავებანი პურანისა და „რამაიანას“ მონაცემთა შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამაიანასა და პურანებს გააჩნიათ რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. კერძოდ,

  • რამაიანა მოიხსენებს მხოლოდ 36 მეფეს ვივასვატი მანუდან რამამდე მაშინ, როცა პურანები იმავე დროის მონაკვეთში მოიხსენიებს 63 მეფეს.
  • რამაიანაში გამოტოვებულია მრავალი მეფის სახელი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც მზის დინასტიის მეფეები ვედურ ლიტერატურაში და მაჰაბჰარატაში.
  • რამაიანა შეიცავს ისეთ მეფეთა სახელებს, რომელიც პურანების თანახმად არ მიეკუთვნება დინასტიას.
  • რამაიანა სიაში მოიხსენიებს რამდენიმე მეფის სახელს, რომელთაც რამას წინაპრებად მიიჩნევს, მაგრამ პურანები მათ ახსენებს, როგორც რამას შთამომავლებს. ეს მეფეებია: შანკჰანა, დრუვასანდი, სუსანდი.
  • რამაიანას მეფეთა სიის თანმიმდევრობა განსხვავდება პურანების სიისგან

ამის გამო, რიგი მეცნიერებისთვის პურანების მეფეთა გენეალოგია უფრო სარწმუნო წყაროს წარმოადგენს.

მმართველთა სია „პურანის“ მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„პურანები“ს თანახმად, მმართველთა სია ქრონოლოგიური თანმიმდევრობითაა მოცემული

  • იკშვაკუ — ეს იყო დინასტიის პირველი ცნობილი მეფე, რომელმაც დინასტიას მისცა მეორე სახელწოდება იკშვაკების დინასტია.
  • ვიკუკში — ცნობილი აგრეთვე, როგორც შაშადა(«კურდღლის მჭამელი»)იმისათვის, რომ შრადჰის დროს მან შეჭამა კურდღელი. ზოგიერთი წყარო მას მოიხსენიებს იკშვაკის შვილიშვილად.
  • კაკუცჰა ან პურანჯაია
  • ანენა (ანენასი)
  • პრიტჰუ
  • ვიშტარაშვა
  • არდრა, ან ჩანდრა
  • იუვანაშვა I
  • შრავასტა
  • ბრიჰადაშვა
  • კუვალაშვა
  • დრიდჰაშვა
  • პრამოდა
  • ჰარიაშვა I
  • ნიკუმბჰა
  • სამხატვაშა
  • აკრიშაშვა
  • პრასენაჯიტი
  • იუვანაშვა II
  • მანდჰატრი
  • ამბარისა
  • პურუკუცა
  • ტრასადასიუ
  • სამბჰუტა
  • ანარანია
  • ტრასადაშვა
  • ჰარიაშვა II
  • ვასუმანასი
  • ტრიდჰანვა
  • ტრაიარუნა
  • სასტიავრატა, ან ტრიშანკუ
  • ჰარიშჩანდრა
  • როჰიტაშვა
  • ხარიტა
  • ჩანჩუ
  • ვიჯაია
  • რურუკა
  • ბრიკა
  • ბაჰუ
  • საგარა
  • ასამანჯა
  • ანშუმანი
  • დილიპა I
  • ბჰაგირატჰა
  • შრუტა
  • ნაბჰაგა
  • ამბარიშა
  • სინდჰუდვიპა
  • აიუტაიუსი
  • რიტუპარნა
  • სარვაკამა
  • სუდასა
  • მიტრასაჰა კალმაშაპადა
  • აშმაკა
  • მულაკა
  • შატარატჰა
  • აიდავიდა — ვრიდჰასარმან
  • ვიშვასაჰა I
  • დილიპა II — კჰატვანგა
  • დირგაბაჰუ
  • რაგუ
  • აჯა
  • დაშარათა
  • რამა
  • კუშა
  • ატიტი
  • ნიშადჰა
  • ნალა
  • ნაბჰასი
  • პუნდარიკა
  • კშემადჰანვანი
  • დევანიკა
  • აჰინაგი
  • პარიპატრა
  • დალა (ბალა)
  • უკტა
  • ვაჯრანაბჰა
  • შანკჰანა
  • ვიუშიტაშვა
  • ვიშვასაჰა II
  • ჰირანიანაბჰა
  • პუშია
  • დრუვასანდი
  • სუდარშანა
  • აგნივარნა
  • სიგრა
  • მარუ
  • პრასუშრუტა
  • სუსანდი
  • ამარსა და საჰასვანტი
  • ვიშრუტავანტი
  • ბრიჰადბალა
  • ბრიჰადკსაია
  • ურუკშაია
  • ბაცავიუხა
  • პრატივიომა
  • დივარაკა
  • საჰადევა
  • ბრიჰადაშვა
  • ბჰანურატჰა
  • პრატიტაშვა
  • სუპრატიკა
  • მარუდევა
  • სუნაკშატრა
  • კინარაშვა (კინარა)
  • ანტარიკშა
  • სუპარნა
  • ამიტრაჯიტი (სუმიტრა)
  • ბრიჰადბრაჯა
  • დჰარმინი
  • კრიტანჯაია
  • რანანჯაია
  • სანჯაია
  • შაკია
  • შუდჰოდანა
  • სიდჰართა
  • რაჰულა
  • პრასენაჯიტი
  • ჯშუდრაკა
  • კულაკა
  • სურატჰა
  • სუმიტრა

ნეპალელები და ბუდისტები დინასტიას კიდევ უფრო აგრძელებენ...

მმართველთა სია „რამაიანას“ მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრაჰმა
  • კაშიაპა
  • ვივასვანი
  • ვივასვატა მანი
  • იკშვაკუ
  • კუკში
  • ვიკუკში
  • ბანა(ბალა — რამაიანას მეორე სიაში)
  • ანარანია
  • პრიტჰუ
  • ტრიშანკუ
  • დუნდუმარა (დანდუმარა — რამაიანას მეორე სიაში)
  • იუვანაშვა
  • მანდჰატარა
  • სუსანდი
  • პრასენაჯიტი
  • დრუვასანდი
  • ბჰარატა
  • ასიტა
  • საგარა
  • ასამანჯა
  • ანშუმანი
  • დილიპა
  • ბჰაგირატჰა
  • კაკუცჰა
  • რაგუ
  • პრავრიდა, ან კალმაშაპადა
  • შანკჰანა
  • სუდარშანა
  • აგნივარნა
  • შიგრაგა
  • მარუ
  • პრაშუშრუკა (პრაშუშრუვა — რამაიანას მეორე სიაში)
  • ამბრიშა
  • ნაჰუშა
  • იაიატი (რამაიანას მეორე სიაში გამოტოვებულია)
  • ნაბჰაგა
  • აჯა
  • დაშარათა
  • რამა

ვიდეჰას დინასტია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფეთა ზემოთ მოყვანილი სია იწყება ვიკუკშიდან და ეხება მზის დინასტიის ძირითად განშტოებას, რომელიც მეფობდა აიოდჰიაში. მაგრამ არსებობს დინასტიის სხვა განშტოება, რომელიც მოდის მეორე ვაჟის — იკშვაკისგან სახელად ნიმი (ნემი). იკშვაკი მმართველობდა მიტილაში. ის ხშირად ატარებს ვიდეჰას დინასტიის სახელს, ნიმის მეორე სახელის მიხედვით. ამ დინასტიის მეფეთა სიას შეიცავს „რამაიანა“ და ხუთი პურანი — „ბრაჰმანდა–პურანა“, „ვაიუ–პურანა“, „ვიშნუ–პურანა“, „გარუდა–პურანა“, და „ბჰაგავატა–პურანა“. მოცემული სია შედგენილია „პურანების“ მიხედვით და შევსებულია დამატებით „რამაიანადან“:

  • ნიმი
  • მიტჰი
  • ჯანაკა
  • უდავასუ
  • ნანდივარდჰანა
  • სუკეტუ
  • დევარატა
  • ბრიჰადუქტა (რამაიანას მიხედვით ბრიჰადრათა, სუკეტუს ვაჟი)
  • მაჰავირია (რამაიანას მიხედვით მაჰავირი)
  • დჰრიტიმანი(რამაიანაში გამოტოვებულია)
  • სუდჰრიტი
  • დრიშტაკეტი
  • ჰარიაშევა
  • მარუ
  • პრატინდჰაკა
  • კირტირათჰა
  • დევამიდჰა
  • ვიბუდჰა
  • მაჰადრიტი (რამაიანას მიხედვით მაჰიდრაკა)
  • კირტირატა
  • მაჰარომან
  • სვარნარომან — (რამაიანაში არის, მაგრამ პურანებში დაკარგულია)
  • ჰრასვარომან
  • სირადვარჯა, ან ჯანაკა — აქ რამაიანას მეფეთა სია მთავრდება
  • ბჰანუმანი
  • პრადიუმნა-შატადიუმნა
  • მუნი
  • ურჯავახა
  • სანადჰვაჯა
  • შაკუნი
  • ანჯანა
  • რიტუჯიტი
  • არიშტანემი
  • შრუტაიუსი
  • სუპარშვა
  • სანჯაია
  • ქშემარი
  • ანენა
  • მინარათჰა
  • სატიარათჰა
  • უპარუგუ
  • უპაგუპტა
  • სვაგატა
  • სუვარჩასი
  • შრუტა
  • სუშრუტა
  • ჯაია
  • ვიჯაია
  • რიტა
  • სუნია
  • ვიტაჰავია
  • დრიტი
  • ბაჰულავშა
  • კრიტაშკანა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „რამაიანა“. წიგნი.1-2. „ბალაკანდა“ (წიგნი ბავშვობაზე). „აიოდჰიაკანდა“ (წიგნი აიოდჰიაზე). / თარგმ. პ. ა. გრინცერი. — მ., ლადომირი, 2006. — С. 660. — ISBN 5-86218-454-6
  • პირველი სია იხ.: „რამაიანა“. წიგნი.1-2. „ბალაკანდა“ (წიგნი ბავშვობაზე). „აიოდჰიაკანდა“ (წიგნი აიოდჰიაზე). / თარგმ. პ. ა. გრინცერი. — მ., ლადომირი, 2006. — С. 213—218. — ISBN 5-86218-454-6
  • მეორე სია იხ.: „რამაიანა“. წიგნი.1-2. „ბალაკანდა“ (წიგნი ბავშვობაზე). „აიოდჰიაკანდა“ (წიგნი აიოდჰიაზე). / თარგმ. პ. ა. გრინცერი. — მ., ლადომირი, 2006. — С. 657—661. — ISBN 5-86218-454-6
  • ფერგაითირი, ფ.ე. — „ანტიკური ინდოეთის საისტორიო ტრადიციები“ — ლონდონი, 1922. — P. 91.
  • მისრა ვ.ს. „ანტიკური ინდოეთის დინასტიები“. — მუმბაი: Bharatiya Vidya Bhavan, 2007. — P. 210. — ISBN 81-7276-413-8
  • ბრაჰმიდან ბრიჰათქშაიმდე გენეალოგია მოცემულია „პურანების“ დინასტიების დასკვნით ცხრილში წიგნში.: ფერგათირი, ფ.ე. — „ანტიკური ინდოეთის საისტორიო ტრადიციები“ — ლონდონი, 1922. — P. 144—149. ბრიჰათქშაის შემდეგ სია შედგენილია ფერგაითირი, ფ.ე. — „პურანების“ ტექსტის კალი აგეს დინასტიის მიხედვით — ლონდონი, 1913. — P. 66-67.
  • „რამაიანა“. წიგნი.1-2. „ბალაკანდა“ (წიგნი ბავშვობაზე). „აიოდჰიაკანდა“ (წიგნი აიოდჰიაზე). / თარგმ. პ. ა. გრინცერი. — მ., ლადომირი, 2006. — С. 218—220. — ISBN 5-86218-454-6
  • ფერგაითირი, ფ.ე. — „ანტიკური ინდოეთის საისტორიო ტრადიციები“ — ლონდონი, 1922. — P. 95.
  • ფერგაითირი, ფ.ე. — „ანტიკური ინდოეთის საისტორიო ტრადიციები“ — ლონდონი, 1922. — P. 144—149.