შინაარსზე გადასვლა

მზია ანდრონიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მზია ანდრონიკაშვილი (დ. 14 სექტემბერი, 1920, თბილისი — გ. 28 ივლისი, 2006) — ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი-აღმოსავლეთმცოდნე. იყო ეკატერინე გაბაშვილის შვილის, ელენე გაბაშვილის, შვილი.[1]

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1942-1950), იყო თსუ-ს დოცენტი (1952-1969). 1969 წლიდან — კათედრის პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1985 წლიდან). საკანდიტადო დისერტაციის თემა — „ირანული სიტყვები ძველ ქართულ ორიგინალურ ძეგლებში“, დაიცვა 1946 წელს, სადოქტორო — „ქართველურ-ინდოირანული ენობრივი ურთიერთობები“, დაიცვა 1968 წელს. შესრულებული აქვს რიგვედისა და ავესტის ჰიმნების თარგმანები. მისი სამეცნიერო შემოქმედების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მონოგრაფიაში „ნარკვევები ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობიდან“ (I ტ. 1966 წ., II ტომის I ნაკვეთი, 1966 წ.). იყო აღმოსავლეთმცოდნეთა მსოფლიო და საკავშირო საზოგადოების წევრი. 1968 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.

ანდრონიკაშვილის მეუღლე იყო მათემატიკოსი გიორგი ჭოღოშვილი, მათი შვილი — მხატვარი ლევან ჭოღოშვილი.

  • ფინიკის ხე და თხა (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1991. - გვ. 96
  • ნარკვევები ირანულ- ქართული ენობრივი ურთიერთობიდან (ავტორი). - თბილისი, სახ. უნივერსიტეტი, 1966. - გვ. 634

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. შარაძე გ., „დაბრუნება“, ტ. III, თბილისი: „მეცნიერება“, 1992. — გვ. 5.