მეჰმედ შეჰუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეჰმედ შეჰუ
ალბანეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 1954 – 17 დეკემბერი, 1981
წინამორბედიენვერ ხოჯა
მემკვიდრეადილ ჩარჩანი

დაბადებული10 იანვარი, 1913
ჩორუში, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვლილი17 დეკემბერი, 1981
ტირანა, ალბანეთი
პოლიტიკური პარტიაშრომის პარტია

მეჰმედ შეჰუ (ალბ. Mehmet Shehu; დ. 10 იანვარი, 1913, ჩორუში — გ. 17 დეკემბერი, 1981, ტირანა) — ალბანეთის სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე (1954–1981) ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდში.

1930-იან წლებში სწავლობდა ნეაპოლის სამხედრო კოლეჯში. 1942 წლიდან მონაწილეობდა ალბანეთის პარტიზანულ ბრძოლებში ფაშისტების წინააღმდეგ. 1948–1954 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრია. 1954–1981 წლებში მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და 1974 წლიდან ასევე ეროვნული თავდაცვის მინისტრია. იყო სსრკ-სთან დაშორებისა და ჩინეთთან დაახლოების იდეოლოგიის ავტორი.

1981 წელს სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Shehu, Duro. Mehmet Shehu: Im vëlla, Tirana, Bota Shqiptare: 2008.