მეჰდი ჰუსეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეჰდი ჰუსეინი აზერ. Mehdi Hüseyn
აზერ. Mehdi Hüseyn
სრული სახელი მეჰდი ალი ოღლუ ჰუსეინოვი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1909
დაბადების ადგილი ყაზახის მაზრა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1956 (55 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
დასაფლავებულია საპატიო ხეივანი
ფსევდონიმი Mehdi Hüseyn
საქმიანობა მწერალი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, დრამატურგი
ენა აზერბაიჯანული
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი ყაზახის სამასწავლებლო სემინარია
ჟანრი რომანი, მოთხრობა, პროზა
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო მწერალი და State Stalin Prize, 3rd degree

მეჰდი ჰუსეინი (აზერ. Mehdi Əli oğlu Hüseynov; Mehdi Hüseyn; 1909-1965) — აზერბაიჯანელი საბჭოთა მწერალი, კრიტიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ასსრ სახალხო მწერალი (1964). მესამე ხარისხის სტალინის პრემიის ლაურეატი (1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჰდი ჰუსეინი დაიბადა 1909 წლის 17 აპრილს სოფელ იკინჯი შიხლში (ამჟამად აზერბაიჯანის ყაზახის რაიონი) მასწავლებლის ოჯახში. აქ შვიდი წლის განმავლობაში დადიოდა სოფლის სკოლაში. 1920 წელს სასწავლებლად შევიდა ყაზახის სამასწავლებლო სემინარიაში. 1921 წელს შეუერთდა კომკავშირს. 1930 წელს მწერალმა დაამთავრა აზერბაიჯანის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ხოლო 1936-1938 წლებში სწავლობდა მოსკოვის კინემატოგრაფიის აკადემიაში.

ტექნიკუმში სწავლის წლებში მეჰდი ჰუსეინმა დაწერა თავისი პირველი მოთხრობა ცხვრებზე, რომელიც გამოქვეყნდა 1926 წელს ჟურნალში „აღმოსავლეთის ქალი“. ამ დროიდან იწყება მწერლის შემოქმედებითი გზა.

დიდი სამამულო ომის დროს დაწერა მოთხრობა „ზარი“, მოთხრობების წიგნი „ჩემი სამშობლო“. რომანი „აფშერონი“ (1947) მოგვითხრობს აზერბაიჯანელი ნავთობის მუშაკების გმირულ მოღვაწეობაზე.

ისტორიული რომანი „დილა“ (1949-1952) ეძღვნება ბაქოს მუშათა რევოლუციურ ბრძოლას 1907-1908 წლებში. 1966 წელს რომანი „მიწისქვეშა წყლები მიედინება ოკეანეში“ მისი გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნდა.

მეჰდი ჰუსეინი ასევე ცნობილია, როგორც კრიტიკოსი და პუბლიცისტი. წერდა ლიტერატურულ კრიტიკულ სტატიებს სოციალისტური რეალიზმის საკითხებზე, წარსულის ლიტერატურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, კლასიკური რუსული ლიტერატურის შესწავლაზე და რუსი საბჭოთა მწერლების შემოქმედებაზე.

გარდაიცვალა 1965 წლის 10 მარტს. დაკრძალეს საპატიო დაკრძალვის ხეივანზე, ბაქოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]